News დაიჯესტი
ვინ არიან და რას საქმიანობენ გრიგოლ ვაშაძის შვილები – ნახეთ ფოტოები
- ნახვები1977
- ლაიქები0
პოლიტიკური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის მეუღლე და ორი შვილის მამაა.
გრიგოლ ვაშაძემ ცნობილ ბალერინაზე 1988 წელს იქორწინა, 2006 წელს კი წყვილს ელენე შეეძინა. ელენე ვაშაძე სწავლობს კერძო სკოლაში (ა.(ა.)ი.პ. “ჩვენი სკოლა”) და ძალიან უყვარს ცხენები, რაც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს.
პირველი ქორწინებიდან გრიგოლ ვაშაძეს ვაჟი ნოდარი ჰყავს, რომელიც უკვე 39 წლისაა. ნოდარის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს, ამასთან, ნოდარი ევროპაში მამის ღვინის კომპანიის (Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.) წარმომადგნელია. ნოდარი დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.გრიგოლ ვაშაძის პირველი მეუღლე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი – ნატაშა ალხიმოვა გახლდათ. ვაშაძემ მასზე 1978 წელს იქორწინა. წყვილს ვაჟი 1979 წელს შეეძინა, 1985 წელს კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.