News დაიჯესტი

“აგრესიული -სიძულვილის ენა წინა საარჩევნო პერიოდში არის მცდელობა ჩრდილი მიაყენონ კონკურენტს”

აგრესიული -სიძულვილის ენა, ტენდეციურად და შერჩევითად არ უნდა შეფასდეს.!!
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდზე დაკვირვებების შედეგად, აშკარად გამოიკვეთა სამწუხაროდ არაერთჯერადად, გარკვეული პარტიების და მათი ლიდერების მიერ სიძულვილის ენით განმსჭვალული პოლიტიკური თავდასხმები ოპონენტებზე.
დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რაც ხშირად სცდება აზრის- სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სტანდრტებს.
ამასთანავე აღსანიშნავია,  რომ , ეს  ქცევები მათ ავტორებს აგრესიულ მოძალადედ წარმოაჩენს საზოგადოებაში.
აღნიშნულზე იუსტიციის სამინისტროს უწყებათაშორის კომისიის თავმჯდომარის მიერ, გაკეთდა არა ერთხელ მოწოდებები, შეწყდეს აგრესიული სიძულვილის-ენის რიტორიკის გამოყენება ნებისმიერი კანდიდატის მიმართ.
ვინადან მცდელობაა ჩრდილი მიაყენოს როგორც კონკურენტს, ასევე წინა საარჩევნო გარემოს დემოკრატიულ პროცესებს, აღნიშნული შეფასება საარჩევნო უწყებათა შორის კომისიის სხდომაზე ჩვენი ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი იყო.
ასევე გვინდა მივმართოთ არასამთავრობო ორგანიზციებს შეფასებებში ნუ იქნებიან ტენდეციურები, და თვითშეფასებებით ნუ დაემსგავსებიან, დესტრუქციული აგრესიული ძალების, ე.წ. გამპრავებლებს. 

პატივისცემით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადმკვირვებლო ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია „

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close