News დაიჯესტი

ჭუჭუს წელვაზე ინიციატივას კახა კალაძე ეთანხმება

“ვეთანხმები ჯაფარას ინიციატივას” – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს საია-ს საჩივარზე, რომელმაც ცესკო-ს ხელისუფლების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართა.

“ამასთან დაკავშირებით გუშინაც დავწერე”ფეისბუქზე” და დღეს თქვენს დასმულ შეკითხვაზე, ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას მინდა მხარი დავუჭირო. წაიკითხეთ, რაც ჯაფარამ დაწერა და ნამდვილად ვეთანხმები ამ კონკრეტულ კითხვაში”, – განცხადა კალაძემ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ხელისუფლების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს და ცესკოს მიმართავს.

საუბარია, პარლამენტის თავმჯდომარის, დედაქალაქის მერისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ ვიზიტზე გმირთა მემორიალთან, მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციაზე.

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან გადაღებულ ერთობლივი ფოტოები დედაქალაქის მერიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდსა და ვებგვერდზე გავრცელდა.

„გირჩი ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა“. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი, მისი აზრით, აბსურდული რეგულაციების მოთხოვნებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის და წარმომადგენლის მხრიდან.
Read more at https://www.primetime.ge/news/1538133067-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%99%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94#zgMwTio4ORHvQgMF.99


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close