News დაიჯესტი
გიორგი ლაღიძე:სირიამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო და საელჩოებსაც ხსნის
- ნახვები541
- ლაიქები0
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას პარტია ,,მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე ეხმაურება ” სირიამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო და საელჩოებსაც ხსნის. არაღიარების პოლიტიკამ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლიდან ატარებს და რომელიც აქამდე წარმატებით მიდიოდა მძიმე დარტყმა განიცადა. ფაქტია რომ ასადის სისხლიან რეჟიმს რუსეთიდან უპრეცედენტოდ დიდი ზეწოლა ექნებოდა, მაგრამ დღემდე მაინც იკავებდა თავს,თუმცა ამ ზეწოლას ვეღარ გაუძლეს, ჩვენი დიპლომატიის უპრეცედენტო აქტიურობაა საჭირო რათა ეს პროცესი არ გაგრძელდეს და არ გადავიდეს აფრიკისა და სხვა არაბულ სახელმწიფოებზე, თორემ ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდება”, – აღნიშნავს გიორგი ლაღიძე