“მეგრელი ქალები დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან” – ჯეო დაიჯესტი
კატეგორიის გარეშე

“მეგრელი ქალები დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან”

რუსეთის იმპერიაში თავისი მრავალთვიანი მოგზაურობა ალექსანდრე დიუმამ პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც იგი 1858 წლის 22 ივნისს ჩავიდა. “სამი მუშკეტერის” ავტორს მოგზაურობაში თან პარიზელი მხატვარი ჟან-პიერ მუანე ახლდა. მოსკოვში მას, როგორც თარჯიმანი, შეუერთდა მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც დიუმა მოიხსენიებს მხოლოდ გვარით – კალინო.

დიუმამ იმოგზაურა კოსტრომაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, სარატოვში, ასტრახანში, ყიზლარში, დერბენტში, და ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვიდა. მისმა ჩანაწერებმა, რომლებმაც შეადგინა წიგნი “კავკასია”, მსოფლიო მკითხველს საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი პირველად ყველაზე საფუძვლიანად გააცნო.

“სამი მუშკეტერის” ავტორი აღფრთოვანდა დასავლეთ საქართველოს ქალების სილამაზით: “მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან, – ჩვენ გვინდოდა გვეთქვა: ქართველ ქალებზე უფრო ლამაზები, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო… მეგრელი ქალები, განსაკუთრებით, ქერათმიანები შავი თვალებით და შავგვრემანები ცისფერი თვალებით – დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან”.

წყარო:presa.ge


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close