News დაიჯესტი
რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ხელფასები

- ნახვები595
- ლაიქები0
ევროკავშირის დახმარებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ვაკანსიების მონიტორინგი ჩაატარა, რათა გაერკვია, რომელ სფეროებშია დაბალი და ყველაზე მაღალი ხელფასები. მონიტორინგის შედეგების შესახებ allnews.ge წერს.
კვლევისას დადგინდა, რომ ყველაზე დაბალი ხელფასი – 50 ლარი მედიცინასა და საკვების წარმოების სფეროში ფიქსირდება, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი მშენებლობაშია და 700 ლარია.
ამასთან, კომპანიები/ორგანიზაციები მინიმალურ ხელფასად 326 ლარს მიუთითებენ.
კვლევის თანამხად, თბილისში გამოკითხულ ორგანიზაციებში მაქსიმალური ხელფასი 7047 ლარია. კერძოდ, ყველაზე დაბალი მაქსიმალური ხელფასი ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სექტორშია, ხოლო ყველაზე მაღალი მაქსიმალური ხელფასი – 12229 ლარი მედიცინაშია.
ამასთან, თბილისში გამოკითხული ორგანიზაციებიდან 38 მომდევნო 6 თვის განმავლობაში 2129 ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებს.