News დაიჯესტიპოლიტიკა

შალვა ნათელაშვილის სოლიდარობა 9 აპრილის მემორიალთან მოცეკვავე გოგონას (ვიდეო)

ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ანა სუბელიანის 9 აპრილის მემორიალთან ცეკვას გადაცემა “თავისუფალი სივრციდან” ეხმაურება: “ის ბავშვი რომ ცეკვავდა იმ 9 აპრილის მემორიალთან, მე ამაში ვერაფერ ცოდვას ვერ ვხედავ. ისინი დაიხოცნენ იმიტომ რომ მომავალ თაობას ეცეკვა მათ ნაფეხურზე.  როცა ქვეყანაში 52 ნარკობარიგა იქნა შეწყალებული და უმრავლესობას დაარქვეს პოლიტპატიმარი, კიდევ კარგად არიან ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი შვილები. ჩვენ არ ვართ კლუბური ცხოვრების წინააღმდეგი, ჩვენ გვინდა რომ იყოს მეტი კლუბი და მეტი ახალგაზრდა შევიდეს გასართობად. გაიცნონ ერთმანეთი, იცეკვონ, შეუყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახები შექმნან, გამრავლდნენ მაგრამ როგორც კი გავიგებ რომ რომელიმე კლუბში ახალგაზრდა გარდაიცვალა, იმ წუთში მივადგები იმ კლუბს!” – განაცხადა ქვეყნის მთავარმა ლეიბორისტმა. ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close