News დაიჯესტი

ბოლომდე სჯეროდა, რომ დაამარცხებდა, კიბოსთან მებრძოლი რაინდი,გია მაისაშვილი გარდაიცვალა

პოლიტიკოსსა და ეკონომისტს უმძიმესი დიაგნოზი: ტვინის სიმსივნე რამდენიმე წლის წინ დაუდგინდა.

მაისაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მძიმე დიაგნოზთან გამკლავებას.ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ის წერდა, რომ:

“ჩემს ქართველ მეგობარს 10 წელია იგივე დიაგნოზი აქვს. წელიწადში ერთხელ იკეთებს ტომოგრაფიას და მეტს არაფერს. ლონდონში ცხოვრობს და იქ 2 თუ 3 წლიანი ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა. ახლა ეს აღარ სჭირდება. მეც მჯერა, რომ ამ დონეს მივაღწევ _ მხოლოდ ტომოგრაფია დამჭირდება და სხვა არაფერი”.

გთავაზობთ ასევე მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საშობაო მილოცვას, სადაც მაისაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ დააფასონ სიცოცხლე !

“შობა ახალწელს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი მათ ვინც გაჭირვებულია ფიზიკურად, მატერიალურად, ემოციურად. თითქმის ყველანი ვართ გაჭირვებულნი რაღაცა დოზით და ამ მრავალმხრივ გაჭირვებასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში თავად მყოფს, მსურს გაგიზიაროთ ჩემი სტრატეგია და წახალისება – 1. ოჯახისა და თემის თანადგომა უმთავრესია 2. აქტიური რწმენა გამარჯვების, დამარცხების არ დაშვება 3. კვალიფიციური და პაციენტის ინტერესის მქონე ექიმთა ჯგუფი 4. იღბალი. ამ ოთხივე ამუნიციის სიუხვეს გისურვებთ. ოღონდ არ შეშინდეთ – “შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჭილობა” ბრძოლა ბოლომდე გაბედული და გამარჯვება მოვა. თქვენ კი, ვისაც ფიზიკური გასაჭირი არ გადგიათ, გააცნობიერეთ რა ბედნიერი ხართ, გაიღიმეთ, რა დროს დარდი და დეპრესიაა?! სიცოცხლე მშვენიერია. იცოცხლეთ სრულად, ნუ მოგერიდებათ, “პატარა კაცობის” დრო არ არის, წამია წუთი სოფელი”.

მოამზადა

რუსა გვაზავა

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close