News დაიჯესტი
ცნობილია რომელი ქვეყნების მოსახლეობა ცოცხლობს ყველაზე დიდხანს
- ნახვები560
- ლაიქები0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებში სიცოცხლის უნარიანობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იაპონიაშია – იქ ადამიანები საშუალოდ 83.7 წელს ცხოვრობენ. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
მეორე ადგილზეა შვეიცარია – შვეიცარიელი საშუალოდ 83.4 წელი ცოხლობს.
საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.7 წელია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 95-ე ადგილს იკავებს (183 ქვეყანას შორის).
ყველაზე ნაკლებ ხანს სიერა ლეონეს მოსახლეობა ცხოვრობს, საშუალოდ 50 წელს. შემდეგ მოდის ანგოლა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52.4 წელია.