News დაიჯესტი
ბრიტანეთში სიმსივნით დაავადებული პაციენტის ნეკნების იმპლანტი 3D-პრინტერით შექმნეს
- ნახვები519
- ლაიქები0
ბრიტანეთში, მორისტონის საავადმყოფოში გულმკერდის ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
71 წლის პიტერ მეგზის ნეკნებიდან ჯერ ჩოგბურთის ბურთის ზომის სიმსივნე ამოკვეთეს, შემდეგ კი, 3D ტექნოლოგიის მეშვეობით, დაზიანებული ნეკნების აღსადგენად იმპლანტი დაამზადეს.
იმპლანტი ტიტანის შენადნობით დამზადდა.
ოპერაცია 8 საათი გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა.