POSTS დაიჯესტი

“ეკატერინე სისაური, თვეში 7500 ლარამდე ოდენობის ხელფასს და პრემია-დანამატს რომ იღებთ”,-ირაკლი ღლონტი

Ekaterine Sisauri საჯაროდ მოგმართავთ საჯარო პირს,

თვეში 7500 ლარამდე ოდენობის ხელფასს და პრემია-დანამატს რომ იღებთ, ალბათ იცით, რომ, ეს საქართველოს 42 პენსიონერის პენსიის ოდენობის ტოლფასი შემოსავალია. მოგმართავთ საჯაროდ, გთხოვთ, გაგვცეთ პასუხი, რა დამსახურების საფუძველზე აძლევთ თავს უფლებას ყოველთვიურად აიღოთ ამხელა ხელფასი თუ პრემია-დანამატი. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ეს არის სავარაუდო კორუფციის გამოხატულების ნათელი ფაქტი !

იქნებ ვცდები და უმადურობას გამოვხატავ, ამიტომაც მოგიწოდებთ, საჯაროდ გვიპასუხოთ ან უახლოეს დღეებში დანიშნოთ თქვენს ოფისში შეხვედრა ჩემთან და პირადად ამიხსნათ, რა დამსახურება გაქვთ ქართული სახელმწიფოს წინაშე იმხელა, რომ 42 პენსიონერის პენსიის ოდენობის და 166 დევნილი მოქალაქის შემწეობის ოდენობის თანხას ირიცხავთ ყოველთვიურად. თუ თქვენ შეძლებთ ამის დასაბუთებას, რაშიც მე ეჭვი შემაქვს, ვინაიდან ახლოს ვიცნობ პრივატიზების საკითხებს, მათ შორის ,,მიღწევებსაც”, საჯაროდ გპირდებით, რომ ამ ფორმით მოგიხდით ბოდიშს და ჩემზე დიდი დამცველი არ გეყოლებათ არსად. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მოვითხოვ თქვენს გადადგომას დაკავებული თანამდებობიდან, მოსახლეობის შეურაცხყოფის გამო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.

მსურს გითხრათ, რომ არც თქვენზე და არც ჩემზე ნაკლები განათლების მქონე ჩვენი თანატოლები, დგანან ვიზის რიგებში, რომ ემიგრაციაში ეძებონ სარჩო, აქვე შეგახსენებთ, რომ ქვეყანა ოკუპირებულია, გვყავს 300 000 დევნილი, 1 700 000 ემიგრანტი, ასეულობით ათასი სოციალურად დაუცველი და მოშიმშილე ბავშვები, რომელთა შიმშილით გარდაცვალების სტატისტიკას, უჩემოდაც გაეცნობით კოლეგების დახმარებით…

მე არ ვაპირებ ამ ფაქტზე სიჩუმეს, ან თქვენგან მივიღებთ პასუხს, ან მე ამას გავაკეთებ თქვენი ხელმძღვანელებისგან, კანონის და სამართლიანობის სახელით !

ირაკლი ღლონტი

ფეისბუქ-სტატუსი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close