POSTS დაიჯესტი
“ზაზა ხატიაშვილმა მოახერხა თავისი 8 წლიანი მოღვაწეობა დაემთავრებინა გაყალბებული არჩევნებით და ადვოკატთა კორპუსის გახლეჩით”,-ზვიად კორძაძე

- ნახვები580
- ლაიქები0
22 წელია ადვოკატი ვარ. გუშინ ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე პირველად შემრცხვა რომ ადვოკატი მქვია …
ზაზა ხატიაშვილმა მოახერხა და თავისი 8 წლიანი მოღვაწეობა დაამთავრა ადვოკატთა კორპუსის გახლეჩით და გაყალბებული არჩევნებით.
ვიჯექი ტრიბუნაზე და კინოს კადრებივით ვხედავდი როგორ უღებდნენ კომისიის წევრებს ბიულეტენებს ჩანთებიდან, რომელიც ხატიაშვილის ფავორიტის დავით ასათიანის სახელზე იყო შემოხაზული.
პირველად აღმოჩნდა ყუთში უფრო მეტი ბიულეტენი ვიდრე გაცემული იქნა კომისიის მიერ.
ისიც არ მესმის დავით ასათიანს რაში ჭირდება ესეთი მოგებული არჩევნები …
ბოდიში ყველასთან ვინც ის ნახა რაც გუშინ ადვოკატთა კრებაზე ხდებოდა …
ადვოკატი