POSTS დაიჯესტი

“თბილისის მერს კიდევ ერთ ადგილს მივუთითებდი, რომლის გაყიდვაც ნამდვილად დანაშაული იყო”- თამარ ამაშუკელი

“ქალაქში არის ადგილები, რომლებიც ქმნიან მის ისტორიას, ისინი ისეთივე მნიშვენლოვანნი არიან ქალაქისთვის, მოქალაქისა და ქალაქის ერთიანობისთვის, იდენტობისთვის, როგორც არქიტექტურა, პარკები, სკვერები. ეს ადგილებიც საჯარო სივრცეებია, რომელთანაც მთელ თაობებს გარკვეული იდენტობა აქვთ. ამიტომაც არის ჩვენს მოწონებულ ევროპაში საუკუნოვანი ყავახანები და საუკუნენახევრიანი საფუნთუშეები.

არა მგონია რომ საღლაბუცო იყოს “ლაღიძის წყლების” ამბავი .

თბილისის მერს კი კიდევ ერთ ადგილს მივუთითებდი, რომლის გაყიდვაც ნამდვილად დანაშაული იყო -კინოთეატრი აპოლო, დიახ კარგი იქნება ქალაქის მერია მას თუ გამოისყიდის და მუნიციპალური კინოს გააკეთებს !

და ბოლოს , არც კალაძის მომხრე ვარ და არც მისი ამომრჩეველი, მაგრამ არამგონია მისი პრევენციული დამუნათებამ რაიმე შედეგი გამოიღოს. მაგალითად ოროსანი ბავშვი მეტ-ნაკლებად შესრულებული დავალებით რომ მოვა სკოლაში ისევ ორიანს თუ დაუწერ და ზედ ქოქოლას მიაყოლებ დასრულდება მისი მოტივაცია, და სამის მაგივრად ოთხს თუ დაუწერ და შეაქებ კიდეც იქნებადა, გამოვიდეს რამე”

თამარ ამაშუკელი

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close