ALL დაიჯესტი

ლამაზი ქალი ხარ თუ არა?

ვუყურებთ სხვის “სელფებს” ან ჩვეულებრივ ფოტოებს სოციალურ ქსელში და გვიკვირს: რა ჭკუის პატრონია, რომ ასეთს სიფათს პოსტავს?


თქვენი აზრით, რამდენ ქალს შეუძლია რეალობას არ ასცდეს და სარკეში საკუთარი ანარეკლი ობიექტურად შეაფასოს?

ჯერ ერთი, უნაკლო გარეგნობაც რომ ჰქონდეს, ნებისმიერ ქალს მაინც თავდაჯერებულობის შესუსტების მომენტები აქვს. ერთ მშვენიერ დღეს, თუ კარგად გამოიძინე, შეიძლება საკუთარი თავი ლამაზი მოგეჩვენოს, მეორე დღეს თუ დაღლილი ხარ ან სხვა ნახე, რომელიც შენზე ლამაზი გგონია, თავდაჯერებულობა ერთ წამში გიქარწყლდება. ყველაზე ლამაზი და ყველაზე უნაკლო არ არსებობს. ნებისმიერ დროს შეგხვდება შენზე უფრო ლამაზი და იმ შენზე კარგზეც უფრო კარგი.

ვინ უფრო ლამაზია: ანჯელინა ჯოლი, მონიკა ბელუჩი თუ ბრიჯით ბარდო? მირანდა კერი, ადრიანა ლიმა თუ დაუცენ კრეზი? სულ ერთია, ხო? ლამაზი ლამაზია!

იდეალური გარეგნობის კრიტერიუმებიც ხშირად გვეცვლება: დღეს შეიძლება სამხრეთული ტიპის შავგვრემანი გოგო მოგეჩვენოს იდეალურად, ხვალ კი ცისფერთვალებიანი ქერა. რაც კარგია, კარგია: დიდი, პატარა, დაბალი, მაღალი, ფუმფულა თუ გამხდარი, ქერა თუ შავგვრემანი არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, როგორ უნდა გაიგო ლამაზი ხარ თუ არა? 

სარკეს, დაქალებს თუ დედას უნდა დაუჯერო?


  1. სარკეს.დადექი სარკესთან და ვარდისფერი სათვალეების გარეშე დაათვალიერე შენი ქონიანი ან პირიqით გამხდარი თხის, ცელულიტიანი სხეული და სანამ არ მოიყვან ფორმაში, არასოდეს ჩაიცვა ის, რაც მირანდა კერს აცვია!
    2. დააბალანსე შინაგანი (სულიერი) მდგომარეობა:თუ ბოღმიანი, დაღლილი, შურიანი, ბრიყვი და მოსაწყენი ხარ – ეს ყველაფერი სიფათზე გეტყობა!

    200%-იანი ფაქტია, რომ სილამაზე – შინაგანი სამყაროს ანარეკლია! ცხვირი, პირი, სახის ნაკვთები, მზერა, გამომეტყველება და კბილებიც კი, ზუსტად ისეთი გაქვს, როგორიც ხარ ქვეცნობიერად!

    ბოროტი, ბრიყვი, დაკომპლექსებული, გოიმი, საცოდავი, უთავმოყვარე და ასე შემდეგ… – ყველა ეს თვისება ადამიანის სახის ნაკვთებზე “ჯდება”. რაც წლები გადის შენი გარეგნობა (სახეც და სხეულიც) ერთი-ერთზე შინაგანი ევოლუციის შესაბამისად ფორმირდება.

    არასოდეს არ ჰკითხო აზრი შენს გარეგნობაზე სხვა ქალსარ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლობელია ის შენთვის. ქალის გენებშია ჩამჯდარი ქვეცნობიერი კონკურენცია. ამას რომც მალავდეს, ქვეცნობიერს მაინც ვერ შეეწინააღმდეგება და უნებლიეთ გამოამჟღავნებს. ქალი ქალს კომპლიმენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეუბნება, თუ საკუთარი თავი მასზე ლამაზი ჰგონია – ეს აქსიომაა. მართლა ლამაზ და თავდაჯერებულ ქალს, ზედმეტი კომპლიმენტით არ გაანებივრებს, აქაოდა თავში არ აუვარდესო!


თუ, მაგ. თაკო სხვების გასაგონად ეუბნება მაკას, რომ მაკა ლამაზია, ესეგი თაკო იქ მყოფ (მესამე გოგოს), თათიას უგზავნის „ნამიოკს“, – თავში არ აგივარდეს, აგერ მაკა ყველაზე ლამაზია. ასეთი უცნაური ლოგიკა აქვთ ქათმებს…

როცა საქმე გარეგნობას ეხება, ქალის ქვეცნობიერი ინსტინქტი მასზე უფრო ძლიერია. ის “პოტენციურ კონკურენტ” ქალს სილამაზეს ვერ ჰპატიობს. აქ კამათს აზრი არ აქვს. თუ შენ გგონია, რომ ისეთი ერთგული მეგობრები გყავს, რომლებიც გულწრფელად გეუბნებიან კომპლიმენტებს, ესეგი მიამიტი იდიოტი ხარ. შენი მეგობარი უბრალოდ „მეგობრის მოვალეობას ასრულებს” და ტყუილად გეპირფერება, სინამდვილეში კი ფიქრობს: “არ უხდება ეს კაბა ამ საწყალს”…

და თუ გაინტერესებს რას ფიქრობს შენს გარეგნობაზე სხვა ქალი, მის თვალებში ოდნავ შესამჩნევი შური უნდა დაიჭირო. ქალი მეორე ქალს კონკურენტად თუ მიიჩნევს, კომპლიმენტს არ ეტყვის და მხოლოდ ჩუმად შეათვალიერებს. კონკურენტ ქალს არასოდეს არ აგრძნობინებს თავს დედოფლად. ეს ყველაფერი ქვეცნობიერია. ქალებისგან კომპლიმენტების სიუხვე კი არა, მათი საერთოდ არ ყოფნა უნდა გიხაროდეს! თუ ქალებისგან გესმის კომპლიმენტები, ესეგი საცოდავად გამოიყურები! :)))

რაც შეეხება ახლობელ ქალებს: დედას უნდა რომ უფრო ლამაზი იყო და ობიექტურად ვერ შეაფასებს შენს გარეგნობას, აუცილებლად რაღაცა ნაკლს აღმოაჩენს! ან პირიქით, „შენს სასიკეთოდ“ არ გეტყვის რომ ლამაზი ხარ, “თავში რომ არ აგივარდეს”! დაახლოებით ასეთივე აზრი ექნება შენს დასაც და თუ მასზე უფრო ლამაზი ხარ, აქაც ჩვეულებრივ ქალურ შურს ექნება ადგილი.

ქალების “აზრზე” ორიენტირებით საკუთარ გარეგნობაზე სწორ დასკვნას ვერ გააკეთებ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქალები ლამაზი სამოსებით მამაკაცების კი არა, ერთმანეთის გაკვირვებას ცდილობენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან: ვინ უფრო მაგარი გოგოა და ვის უფრო მაგრად აცვია!

კაცს შენი ექსტრავაგანტული სტილი და კოკო შანელი ცალ ფეხზე ჰკიდია. მას შეიძლება ახსოვდეს რა ლამაზი იყავი გუშინ, მაგრამ ვერ გაიხსენოს რა ფერის მაისური, ან საერთოდ რა გეცვა. შურიანი ქალი კი, აუცილებლად “დაასკანერებს” და დაიმახსოვრებს შენი ჩაცმულობის ყველა დეტალს!

მოკლედ, ქალისთვის სილამაზის საზომი – მამაკაცების აღფრთოვანებული მზერაა. ყველას აზრი უნდა დაიკიდო და შენთვის სასურველი მამაკაცის(ების) რეაქცია უნდა ნახო. თუ არავინ არ გაქცევს ყურადღებას, ან თუ მხოლოდ მახინჯი იდიოტები გეხვევიან გარს, ესეგი სილამაზისგან შორს ხარ. თუ გამოშტერებული და დაბოღმილი გონჯი ხარ, ცხადია “აუდიტორიაც” მასეთი გეყოლება.

ლამაზი თუ არ დაიბადე, არც ეგ არის პრობლემა. დღეს ნებისმიერ ქალს შეუძლია საკუთარი თავის პიგმალიონი გახდეს. ამისთვის კი, საკუთარი თავი ყველა სარკესთან და ყველა რაკურსიდან კარგად უნდა შეათვალიერო, სწორად დაინახო ყველა ნაკლი, რა უნდა დამალო და რა გამოაჩინო. სწორად შეაფასე შენი მონაცემები, რომ რეალობას არ ასცდე და შენი მახინჯი სიფათის სელფებით არ გადაგვრიო!

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close