ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი
“მაფიოზური კლანები პარლამენტში და ხელისუფლებაში აიგნორებენ ხალხის ნებას, გაფრთხილებთ!!!”,- ნიკო ბელიაშვილი
- ნახვები551
- ლაიქები0
ყველა საინფორმაციო სააგენტოს ვთხოვ გაავრცელოს !!!
საზოგადოებას კი ვთხოვ მოწონების მაგიერ ეს პოსტი გაავრცელოს, რომ ყველამ გაიგოს თუ რა ხდება სინამდვილეში!!!
პარლამენტის ბიუროს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით სახალხო დამცველის კანდიდატურის განხილვა და არჩევა არის არასწორი პოზიცია და მეორე კანდიდატის უფლებების დარღვევა !!!
მე მივმართავ საღად და სამართლიანად მოაზროვნე იმ პარლამენტარებს, რომლებიც ხვდებიან, რომ ეს სიტუაცია არის ხელოვნურად შექმნილი, რომლებიც ვერ ხედავენ საჭიროებას დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას და რომლებიც მიიჩნევენ, რომ გიორგი ფოფხაძის კანდიდატურის მიმართ ხორციელდება დისკრიმინაციული ქმედებები , ამ ეტაპზე ნუ დაუჭერთ მხარს რომელიმე კანდიდატს, მოითხოვეთ განხილვის გადადება სანამ არ მოხდება გიორგი ფოფხაძის პარლამენტში მიწვევა და მისი სამოქმედო გეგმის მოსმენა !
მე პირადად და ჩემი მეგობრები ამ დისკრიმინაციულ და უსამართლო ქმედებების შესახებ შევატყობინებ ევროსტრუქტურებს, ევროპარლამეტს, ევროსაბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქმის კურსში ჩავაყენებ თუ როგორ ირღვევა საქართველოში ადამიანის უფლებები, თუ როგორ იგნორირებას უკეთებს ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანოში არსებული მაფიოზური კლანები ხალხის ხმას და ნებას.. არ შეიძლება პარლამენტართა ვიწრო ჯგუფი წყვეტდეს თუ ვისზე უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არჩვანი.
სახალხო დამცველს უნდა ირჩევდეს ხალხი!!!
პარლამეტის მაფიოზურ და კოჰაბიტირებულ ჯგუფს კი გაფრთხილებთ , თქვენი საქციელი როგორც ხალხის მიერ ასევე ევროსტრუქტურებში შეფასებული იქნება მწვავედ!
მე მოვუწოდებ ყველა საღად მოაზროვნე და თავმოყვარე საქართველოს მოქალაქეს, გამოფხიზლდით და ხმა აიმაღლეთ, სახალხო დამცველს კი არ ირჩევენ ესენი თავის დამცველს გვტენიან , რომ გააპრავონ ბევრი უკანონობა !!!
ხოლო თუ საზოგადოება დუმილს ამჯობინებს და შეეგუებით ამ უსამართლობას, მაშინ ღირსები ხართ ყველაფრის და თქვენი წუწუნი არ გავიგო, საქართველოს და ხალხს პატრონი არ ყავსო !!!
ისწავლეთ თქვენი უფლებების დაცვა !!!