POSTS დაიჯესტი

“ის თუ იციან, რომ ჰაშშით ხდებოდა ერთ-ერთი ტერორისტული ორდენის ასისინების ტვინების დამუშავება”? – ზაზა ფირალიშვილი

“მარიხუანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო მინდოდა მეთქვა. ცხადია, მარიხუანას მომხმარებელი პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს. ეს სრულიად დაუშვებელია. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, დეკრიმინალიზაციისათვის მებრძოლთა უდიდესმა ნაწილმა იცის განსხვავება მარიხუანას, ჰაშიშსა და ჩარას შორის. ჰაშიში უმეტესობას ყაყაჩოს პროდუქტი ჰგონია, არადა, სამივე კანაბისისგან მზადდება. უკეთეს შემთხვევაში, ჩვენში სამივეს მარიხუანას უწოდებენ. ან ის თუ იციან, რომ ჰაშშით ხდებოდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერორისტული ორდენის ასისინების ტვინების დამუშავება და, მაშასადამე, არც ისე უსაფრთხო რამ გახლავთ? ან ის, რომ მხოლოდ მომხმარებელი მარიხუანას მოყვარულთა საკმაო ნაწილი არ მიეკუთვნება ე.წ. წარმატებულ „ბომონდს“ და ამ ძვირადღირებული პროდუქტისთვის ფულს მისი გავრცელებით შოულობს? გააკონტროლებენ კი ამას? კორუფციის ახალი სივრცის გაჩენას ხომ არ ვუწყობთ ხელს? თუ ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზე (განსაკუთრებით, მოზარდის გონების ფორმირებაზე მარიხუანას გავლენის შესახებ) პასუხი არ არსებობს, მაშინ საქმე მხოლოდ ზერელე პოპულიზმთან გვაქვს და ეს კარგს არაფერს მოიტანს. თორემ, ვიმეორებ, მარიხუანას მომხმარების დეკრიმინალიზაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი მისი ფარგლები მკაცრად იქნება განსაზღვრული”.

ზაზა ფირალიშვილი

ფეისბუქ-სტატუსი

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close