ALL დაიჯესტი

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი საქმის გენიოსი გახდეს თუ ის 10 ათას საათას დახარჯავს

ცნობილმა კანადელმა მწერალმა და ჟურნალისტმა, რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული ბესტსელერის ავტორმა მალკოლმ გლადუელმა ფორმულა გამოიყვანა: 10 000 საათი = წარმატებას.

ბევრი ფიქრობს, რომ თუ გენიოსად დაიბადე, აღიარება და წარმატება თქვენი ცხოვრების თანამდევი იქნება. გლადუელი ანგრევს ამ სტერეოპტიპს და ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი საქმის გურუ გახდეს, თუ ის მასზე 10 ათას საათას დახარჯავს.

10 000 საათის ფორმულა გლადუელმა აღწერა წიგნში “გენიოსები და აუტსაიდერები. რატომ აქვთ ზოგს ყველაფერი, სხვებს კი არაფერი?”  (Outliers: The Story of Success, 2008). ანოტაციაში ნათქვამია:

“ეს არ არის სახელმძღვანელო, თუ როგორ გახდეთ წარმატებული. ეს არის საინტერესო მოგზაურობა ცხოვრებისეულ კანონზომიერებაში, რომელიც შეგიძლიათ თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ”.

წიგნში, რომელიც დაწერილია ძალიან მარტივი და ცოცხალი ენით, მრავალი წარმატებული( ზოგისთვის გენიოსი)  ადამიანის კარიერის ანალიზია მოცემული. მაგალითად მოცარტის, ბობი ფიშერის და ბილ გეითსის.

როგორც ირკვევა, ყველა მათგანი შრომობდა არანაკლებ 10 000 საათი, სანამ მათი სახელები საქვეყნოდ ცნობილი გახდებოდა.

როგორ გახდა მოცარტი- მოცარტი

მოცარტი-გენიოსია, ეს აქსიომაა. მისი თანამედროვეების თქმით, მას ფენომენალური სმენა და მეხსიერება ჰქონდა. ის მუსიკის სხვადასხვა ფორმებში შრომობდა და ყველა მათგანში წარმატებას მიაღწია.  მუსიკას 6 წლიდან წერდა და მსოფლიოს აჩუქა 50 სიმფონია, 17 მესა, 23 ოპერა, ასევე კონცერტები ფორტეპიანოს, ფლეიტისა და სხვა ინსტრუმენტებისთვის.

თუმცა ნახეთ, რას წერს ფსიქოლოგი მაიკლ ჰოუვი თავის წიგნში : “გენიალურობის ახსნა”:

“ზრდასრული კომპოზიტორების ნამუშევრებთან შედარებით, მოცარტის ადრეული ნაშრომები რაიმე განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა. დიდი შანსია, რომ ისინი მამამისის დაწერილია , შემდგომში კი შესწორებული. ვოლფგანგის ბავშვობის დროინდელი ნამუშევრები, მაგალითად პირველი 7 კონცერტი ფორტეპიანოსა და  ორკესტრისთვის, ძირითადად სხვა კომპოზიტორების ნამუშევრების კრებულია. ყველაზე ადრეული კონცერტი, რომელიც მთლიანად მოცარტის დაწერილია, 21 წლის ასაკშია შექმნილი. იმ დროისთვის მოცარტი უკვე 10 წელი წერდა მუსიკას.”

ამგვარად, გენიოსმა და ვუნდერკინდმა მოცარტმა  ტალანტი მხოლოდ მას შემდეგ გამოავლინა, რაც საკუთარ თავზე 10 000 საათი იმუშავა.

ჯადოსნური როცხვი პროფესიონალიზმამდე

მალკოლმ გლადუელმა წიგნში საინტერესო ექსპერიმენტი აღწერა, რომელიც ფსიქოლოგმა ანდერს ერიქსონმა ბერლინის მუსიკის აკადემიაში ჩაატარა 1990-იანების დასაწყისში.

აკადემიის სტუდენტების მოსწრების შესწავლისას, სუდენტები 3 ჯგუფად დაჰყვეს: “ვარსკვლავები”, ანუ ისინი, ვინც ახლო მომავალში სავარაუდოდ, მუსიკალურ ოლიმპზე იკაშკაშებენ; პერსპექტიული “საშუალოები” ( ცნობილი იქნებიან  ვიწრო წრეებში); და “აუტსაიდერები” -ისინი, ვისაც მაქსიმუმ სკოლის სიმღერის მასწავლებლის პოსტი ელოდება.

ამის შემდეგ სტუდენტებს კითხეს: როდის დაიწყეს მუსიკის სწავლა და დღეში რამდენ საათს უთმობენ მას?

როგორც აღმოჩნდა, ყველა მათგანი მუსიკას 5 წლის ასაკიდან ეუფლება. პირველი 3 წელი ყველა ბეჯითად მეცადინეობდა- 2-3 საათი კვირაში. მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

ისინი, ვინც დღეს ლიდერებად ითვლებოდნენ, 9 წლის ასაკში,  კვირაში 6 საათი მეცადინეობდნენ. 12 წლის- 8 საათი, ხოლო 15-დან 20 წლამდე -კვირაში 30 საათის განმავლობაში დირიჟორის ჯოხს ხელს არ უშვებდნენ ხელიდან. ამგვარად, 20 წლის ასაკში მათ საერთო ჯამში 10 000 საათის პრაქტიკა დაუგროვდათ.

“საშუალოებს” ეს მაჩვენებელი 8 000, ხოლო “აუტსაიდერებს- 4000 ჰქონდათ.

ერიქსონმა ამ მიმართულებით კვლევა გააგრძელა და დაადგინა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ოსტატობის მაღალ დონეს დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწია.

სხვა სიტყვებით, კომპლექსურ საქმიანობაში მაღალი დონის შედეგების მიღწევა პრაქტიკული მუშაობის გარკვეული მოცულობის გარეშე შეუძლებელია!

სახალისო არითმეტიკა

გლედუელი ისევე, როგორც სხვა მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტალანტი რეგულარული ვარჯიშის გარეშე-არაფერია.

მოდით დავთვალოთ, რამდენი ხნის მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჯადოსნური 10 000 საათის რეალიზება მოვახდინოთ.

10 000 საათი= დაახლოებით 417 დღე-ღამეს, ანუ 1 წელიწადზე ცოტა მეტს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სამუშაო დღის საშუალო ხანგრძლივობა 8 საათია, მაშინ 10 000=დაახლოებით 1250 დღეს, ანუ 3,5 წელს. არ დაგვავიწყდეს დღესასწაულები და არდადეგები; და საბოლოოდ, ვიღებთ 5 წელს.  საჭიროა კვირაში 40 საათი შრომა, რათა შევაგროვოთ 10 000 საათიანი გამოცდილება ამა თუ იმ სფეროში.

და თუ გავიხსენეთ, რომ არსებობს ყურადღების გაფანტვის და გაჭიანურების ფაქტორებიც, გამოდის, რომ დღეში სრულფასოვნად და მთელი დატვირთვით 4 საათს ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში დაოსტატებამდე გასავლელი დრო 8 წლამდე იზრდება.

შედეგად, გვაქვს ორი ამბავი -ცუდი და კარგი. პირველი ის არის, რომ 10 000 საათი საკმაოდ ბევრია. მეორე კი ის, რომ მიუხედავად ბუნებით მოცემული შესაძლებლობებისა, თავის საქმეში წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია, თუ ბევრს და გულმოდგინდ იშრომებს.

კიდევ ერთი მთავარი აზრი, რომელიც მალკოლმმა თავისი წიგნის ფურცლებზე გადმოსცა- რაც უფრო ადრე დაიწყებთ მოძრაობას დასახული მიზნისკენ, მით უფრო მალე მიაღწევთ მას. სჯობს ბავშვობიდანვე აიღოთ სტარტი. ამასთან, 10 000 საათიანი შრომა მშობლების დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ვინ იცის,  მოცარტი გახდებოდ ამოცარტი, მამის გარეშე?

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close