POSTS დაიჯესტი

“თითქოს კონსტანტინე გამსახურდიას შეხვედრამ საავადმყოფოში მიიყვანა გალაკტიონი თვითმკვლელობამდე”,-კონსტანტინე გამსახურდია

გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებით FB-სივრცეში ეს ამბავი უკვე რამოდენიმეჯერ შემხვდა და მინდა კიდევ ერთხელ ჩემი პოზიცია გამოვხატო: მავანს სურს საქმე ისე გამოიყვანოს, რომ საავადმყოფოში მომხდარმა სცენამ მიიყვანა გალაკტიონი თვითმკვლელობამდე – როდესაც კონსტანტინე გამსახურდია მას მიესალმა ლეჩკომბინატის ტალანში, მაგრამ აღარ გაუჩერდა, რახან იქვე შალვა დადიანის ცხედარი ესვენა და იქ ეჩქარებოდა.

შემდგომში იგი მწუხარებით იხსენებდა, რას ვიფიქრებდი, გალაკტიონთან ბოლო შეხვედრა თუ იქნებოდაო. სხვაგან იგონებდა, მანქანიდან ახალი გადმოსული ვიყავი და მოვიდა, წამო დავლიოთო. ნაავადმყოფარი ვიყავი და უარი ვუთხარიო. ისე გაბრაზდა, რომ ხელიდან ჯოხი გამომტაცა და მიწაზე დაანარცხაო. ცნობისთვის: მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიიდან იღებს სათავეს. ახლო მეგობრები იყვნენ მათი სიჭაბუკის მეუღლეები – ოლღა ოკუჯავა და რებეკა ვაშაძე.

სინამდვილეში გალაკტიონი მოკლა არაადამიანურმა და ანტიქრისტიანულმა სისტემამ, რომელმაც ჯოჯოხეთად უქცია ცხოვრება, რომელმაც მისი ორივე მეუღლე გაასახლა მოუსავლეთში და ამ გზით აწამებდა, რომელმაც მიუსაჯა კვირაში ერთ დღეს გაზეთ “კომუნისტის” რედაქციაში მუშაობა. ვინც ამ ვერსიას იზიარებს, თითქოს კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვთხოვ ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ დანაშაულებრივი სისტემის მემკვიდრეები ასეთი აქცენტირებებით ცდილობენ გალაკტიონის დაღუპვის ნამდვილი მიზეზების გადამისამართებას.

ხოლო ის საშინელი სისტემა და მისი მსახურები არასდროს დაღლილან კონსტანტინე გამსახურდიაზე გამიზნულად უარყოფითი მითების კრეაციით!

კონსტანტინე გამსახურდია

ფეისბუქ-სტატუსი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close