News დაიჯესტი
მარტოხელა ქალები მარტოხელა მამაკაცებზე ბედნიერები არიან

- ნახვები578
- ლაიქები0
ბედნიერი მარტოხელა ქალების პროცენტი ასეთივე მამაკაცებზე მაღალია. თემატურ გამოკითხვას სააგენტო Mintel აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით მარტოხელა ქალების 61% სავსებით ბედნიერია საკუთარი ოჯახური მდგომარეობით და მის შეცვლას არ ჩქარობს.
“ბედნიერი” მარტოხელა მამაკაცების პროცენტი გამოკითხულთა ნახევარსაც ვერ აღწევს.
“ქალები ოჯახში ძირითად მოვალეობებს კვლავ ასრულებენ, ჩვენ ვრეცხავთ, ვალაგებთ, ვზრდით ბავშვებს. ოჯახური ყოფით და მისი მთლიანობის შენარჩუნებით ქალები ბევრად უფრო დაინტერესებულები არიან. ამასთან ქალები ემოციურად უფრო დატვირთულები ვართ”-ამბობს ესექსის უნივერსიტეტის პროფესორი ემილი გრანდი. მისივე თქმით მარტოხელა ქალები დაოჯახებულებზე უფრო კომუნიკაბელურები და გახსნილები არიან.