POSTS დაიჯესტი

” დავიღალე,ამ მიშტერება-ხელის მოთათუნება-დასტვენებზე,მიეცი ხალხს გასართობი რომ შიმშილი გადაავიწყდესო”, თამარ ივერი

დავიღალე უკვე ამდენი უაზრო პოსტებით ამ მიშტერება-ხელის მოთათუნება-დასტვენებზე.ქვეყანას,სადაც ფულის და სულის ინფლაციაა…მეტი გასარჩევი თემა არა აქვს?თუმცა,ცნობილი გამოთქმაა ერთი დიდი პოლიტიკოსის:მიეცი ხალხს გასართობი რომ შიმშილი გადაავიწყდესო.
სიმართლე რომ ვთქვათ,ვის სჭირდება ან ეს კანონი და ან ამ თემით აპელირება?მოდი,ეყოთ მავანთ გამბედაობა და ვაღიაროთ რომ ოდითგანვე ქალი იმიტომ იღებება სარკესთან საათობით, ასევე საათობით ატარებს დროს სილამაზის სალონებში და კუთავს მისი ყოველი კულულის მდებარეობაზე და “უკლადკაზე”, იმიტომ იხდის უკანასკნელ კაპიკებს და ლუკმა პურის ფულს იმ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში,რომელიც “ვიტრინაში” მოეწონა,სწორედ იმიტომ დებს მის უკანასკნელ თუ არა,ხელფასის უმრავლეს თანხას შოპინგში,სწორედ იმიტომ იხდის ათასებს და ათიათასებს ტუჩების თუ მკერდის ამობურცვაში,ნაოჭების

გაქრობაში,ბოტოქსებში,ფილერებში,პლაზმოლიფტინგებში და ა.შ რომ მას როგორმე მ ი ა შ ტ ე რ დ ნ ე ნ მამაკაცები!!! ეს ყველა ქალს სიამოვნებს მიუხედავად მისი ოჯახური მდგომარეობისა,რჯულისა და აღმსარებლობისა. და ეს წრიალი და კანონების და მუხლების ჩხრეკა სწორედ იმ ქალების იდეა მგონია,ვისაც არ აშტერდებიან ან არ მიშტერებიან,ან ძალიანაც მოუნდომებიათ,მაგრამ მაინც არ მიშტერებიან ან თავად ისინი მიშტერებიან და ის კი მის დაქალს მიშტერებია და ა.შ და ეხლა შინაგანი შურისძიების შანსი ეძლევათ. შანსი…ამდენი წლების მანძილზე თავის თავზე დახარჯული კაპიტალის წილ….მაინც არავის მხრიდან არ მიშტერების გამო. ის კი არადა,დღეს ლამისაა საცვლებგადმოყრილებმა იარონ ვინმე მამრის “მიშტერების” ეშხით, მაგრამ მაინც არავინ აშტერდებათ.ქალის ხიბლი ხომ სულ სხვა უხილავ დეტალებში იმალება,რასაც წამიერ გარეგნულ ეფექტებთან საერთო არაფერი აქვს.
რაც შეეხება დასტვენას…..ნამდვილი და ღირსეული ქალი ქუჩაში დასტვენილზე არ რეაგირებს და ის თავს არ აკადრებს რომ ეს დასტვენილი მისი მისამართით ჩათვალოს.მეორე მხრივ…..დასტვენა აღფრთოვანების ნიშანიცაა და მას თამამად იყენებენ სტადიონებზე თუ წითელ ხალიჩებზე ვარსკვლავების მიმართ.რაც შეეხება ტელეფონის გამორთმევას…დღევანდელ ეპოქაში ვერავინ ვერავის ვერ დაემალება.ტელეფონების და პეროიანი კალმებით წერილების წერის დრო წავიდა…სოციალურ ქსელების და ახლობელთა წრეების საშუალებით დღეს ნებისმიერ სასურველ ქალბატონთან გახვალ კავშირზე….მას თავად უნდა ჰქონდეს იმის ჭკუა და გონება…ვინ მიუშვას მის “საძოვარზე” და ვინ არა…იგივე პრინციპია გენიტალიების ხელის მოთათუნების თეორიაზე….ანუ როგორც რუსი ქალბატონები იტყვიან : “Надо знать -Кому дать” და სრულებით არ სჭირდება ამ ამბავს პოლიციებში რეკვა,ტელესიუჟეტები და კანონის მუხლების და პარაგრაფების შემოღება. ყველანი ქალები ვართ,არც გარეგნობა გვაკლდა და არც სახელი,ფლირტიც გვქონია და მავანთა მიერ იმაზე ზედმეტის მცდელობებიც ყოფილა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ვიდრე ვაგრძნობინებით,მაგრამ პოლიციებში არ გვირბენია და ტელესიუჟეტები არ გვიკეთებია “იმან აქ მომისვა ხელი და ამან აქ ამომდო” თემებზე. სხვათა შორის,ის მაღალინტელექტუალური და მოაზროვნე საზოგადოება და ის ძველი თბილისი მისი ღირსშესანიშნავი ქალბატონებით,რაც ჩემს ბავშვობაში იყო და მანამდეც….

აღარ განმეორდება და რატომღაც მათ არ დასჭირვებიათ ამ თემით აპელირება და სწორედ იმ “მამაკაცთა თავაშვებულობის” ეპოქაში შეიქმნა ლეგენდარული კინოს,პოეზიის და პროზის შედევრები სპეტაკი სიყვარულის თემებზე.დაცსაერთოდაც,არსებობს რაღაც თემები,რაც საოცრად პირადულია და მისი აფიშირება თავადვე დაგამცირებს.სხვათაშორის,ბრიტანეთის დედოფალი საკუთარ ტრუსს თავის ხელით რეცხავს.ეს ისე….ცნობისათვის.
ასე რომ დროა ჩავახშოთ ეს უსაფუძვლო ტორნადო ჭიქაში!

თამარ ივერი

ცნობილი ოპერის მომღერალი

ფეისბუქ-სტატუსი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close