POSTS დაიჯესტი

მალე დავასრულებთ მართლმადიდებლობის იდეას საქართველოში!

„ამ ტექსტით მინდა მივმართო ლიბერალური ფასეულობების და საღი, თავისუფალი აზროვნების საქართველოს ყველა მოქალაქეს. დროა ყველაფერს ღიად დაერქვას სახელი! ილუზიებში ნუ იცხოვრებთ, მეგობრებო! დღეს მართმადიდებლობას იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, თვითონ თავისუფლების უწმინდეს იდეაზე. არა საპატრიარქოს, არა რომელიმე მღვდელმსახურს, არა პარლამენტარს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ, პირველ რიგში, სწორედ – მართლმადიდებლობას, ამ შავბნელ რუსულ იმპერიალისტურ იდეოლოგიას. სწორედ მართლმადიდებლობა და არა რომელიმე ორგანიზაცია ან პიროვნება. არის მთავარი წინაღობა საქართველოსი დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა. და ყველა მისი მიმდევარი სინათლის და პროგრესის ცნობიერი თუ გაუთვიცნობიერებული მტერია. ამიტომ ჩვენ ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა კანონიერი საშუალებით, სანამ საბოლოოთ არ დავასრულებთ ამ ანტიპროგრესულ, ანტიცივილურ იდეას საქართველოში, ამ სიბნელის, აგრესიის და უძრაობის დასაყრდენს მართლმადიდებლური რწმენის სახით’’. – დაწერა მაისურაძემ სოციალურ ქსელში.

დღეს კი მან ახალი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

„მოკლედ, საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა და ყოველდღიურად მტკიცდება სოციალური ჩაგვრის უმახინჯესი სისტემა, ესპუატაციის სასტიკი მექანიზმებით, ადამიანის ღირსების სრული განადგურებითა და ყალბი ღირებულებების მთელი კასკადით. სუპერმარკეტები, გასტრონომია, ფაბრიკა-ქარხნები, მაღაროები, ბანკები, ონლაინ-სესხები, კაზინოები, სასტუმროები, ბორდელები, კერძო სასწავლებლები, მშენებლობები – არსებულ პირობებში ადამიანების დამონებისა და პიროვნული განადგურების საწარმოებია. ამ სისტემას არანაირი ზნეობა და მორალი არ გააჩნია, ამ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ყოველგვარ თავისუფლებაზე ლაპარაკი არათუ ცინიზმია, არამედ სრული აბსურდი და ლოგიკას მოკლებული ზღაპარი.

ნეოლიბერალიზმის ქართული ვერსია, თავისი „უხიავი ხელებითა“ და მთავარი შელოცვით – „ბაზარი დაარეგულირებს“ – იმ შემზარავი და გონების ჩამახშობელი რელიგიის სახელია, რომელიც ამ ქვეგანას განვითარების ყოველ შანსს უკარგავს. თანამედროვე საქართველოს პრობლემა მართლმადიდებლობა ან ეკლესია კი არაა (რომელიც ამ ახალი, საყოველთაო რელიგიის ერთი გამოვლინებაა), არამედ აღვირახსნილი ნეოლიბერალური კაპიტალიზმია. ამ რელიგიის ცოცხალი თუ მკვდარი „წმინდა მამები“ ბევრად უფრო მეტად ვნებენ ქვეყანას და მის აწმყოსა თუ მომავალს, ვიდრე ნებისმიერი ჯიპოსანი შავკაბიანები. ესაა დღეს ნამდვილი „ხალხის ოპიუმი“, რომელიც ადამიანების გონებრივ, ფსიქოლოგიოურ და ფიზიკურ დეგრადაციას იწვევს. ამ ფონზე სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“. – დაპოსტა სულ რამოდენიმე წუთის წინ მაისურაძემ.

ილიაუნის ლექტორი

გიორგი მაისურაძე 

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close