პოლიტიკა

ტრამპმა რუსეთთან მის შესაძლო კავშირზე გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან მისი შესაძლო კავშირის საქმის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა, –  ამის შესახებ პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, ტრამპმა მის წინააღმდეგ დოსიეს შედგენაში მისი ყოფილი ოპონენტი დემოკრატიული პარტიიდან, ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაადანაშაულა.

“ისე იბრძვიან, როგორც აქამდე არასდროს უბრძოლიათ. დემოკრატიული პარტია და ჰილარი კლინტონი არიან დამნაშავეები. მოვუწოდებ რესპუბლიკელებს რამე ქნან”, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეციალური პროკურორის – რობერტ მიულერის საქმეში ნაფიცმსაჯულთა ჟიურიმ პირველი ბრალდებები დაამტკიცა. მიულერი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებებზეა საუბარი და ვის წინააღმდეგაა ისინი მიმართული.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close