POSTS დაიჯესტი

“ნარმანიას დროს ნაცების ფირმებს გაუფორმეს ხელშეკრულებები,13 ივნისის სტიქიაც სწორედ მერიის…”,-ირაკლი ჟვანია

ცნობილი  თბილისელი არქიტექტორი-მოქანდაკე ირაკლი ჟვანია  დავით ნარმანიას მერობის პერიოდს იხსენებს და ასე აფასებს:

საოცარია, თუ რა გააკეთა ამ კაცის დროს მერიამ…დაანგრიეს ყველანაირი კოლეგიალური თუ ადამიანური, პატივისცემაზე აგებული ურთიერთობები მერიასა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის….

დასმენების, ერთმანეთზე თვალთვალის ინსტიტუტი დაინერგა მერიის ყველა სამსახურში, სადაც დღესაც ყველა ჩუმათ ლაპარაკობს მოსმენის შიშით….გაყარეს სისტემიდან ყველა ვისაც გამოცდილება ჰქონდა და მიიღეს უცოდინარები, სწორედ ამის ბრალი იყო 13 ივნისის სტიქიის დროს მერიის სრული კოლაფსი, ბიძინა გიორგობიანი რომ გამწვანების სამსახურის უფროსი იქნებოდა ეს კოლაფსი გარდაუვალი იყო…

გააუქმეს კონკურენცია და ტენდერები და ქალაქის მოვლა-პატრონობა სრულად გადასცეს „თბილსერვისჯგუფს“, რითაც ასობით სპეციალისტი დატოვეს უმუშევარი…კეთილმოწყობის სამსახურს დღემდე უფროსობს წარმოშობით ქუთაისელი გივი კუბლაშვილი, რომელიც მანამდე პანასონიკის მაღაზიაში ლოჯისტიკის უფროსი იყო…ჩვენი კომპანია რპმელიც 20 წლის ისტორიას ითვლის, დაშალეს, კონტრაქტები გაუუქმეს როგორც სხვებს, რამოდენიმე წელია თითქმის ყველა შადრევანი გამორთულია ქალაქში ზაფხულის ცხელ პერიოდში…..

ნაცების მიერ გაქსუებულ ფირმებს გაუფორმეს ხელშეკრულებები ისე რომ გამოცდილებაც არ ჰქონდათ იმ ფირმებს შესაბამისი….. მილიონობით ლარია გაცემული ტენდერების გარეშე, რაც რასაკვირველია დაუშვებელია…..ნორმალურ ქვეყანაში ამ კაცს, ამ მერიას საზოგადოება დიდ პასუხს მოთხოვდა, მაგრამ ჩვენ არა ვართ საზოგადოება და შესაბამისად პასუხების გარეშე დარჩება ყველაფერი როგორც ყოველთვის…. 

ირაკლი ჟვანია

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close