News დაიჯესტი
განათლების სამინისტრო: სკოლებში სპეციალური საჭიროების მქონე 7000-მდე მოსწავლე სწავლობს
- ნახვები1192
- ლაიქები0
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა 167-დან 7000-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, მოსწავლეებს 1400-ზე მეტი დამატებითი სპეციალისტი (სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი და ა.შ.) ემსახურება.
ტერმინი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, გულისხმობს სწავლის სირთულეებს ან შეზღუდულ შესაძლებლობას სწავლის პროცესში, რომელსაც აწყდება მოსწავლე და რომლის დაძლევაც მას სპეციალური დახმარების გარეშე უჭირს.
2016-2017 სასწავლო წლის სტატისტიკის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში 564 729 სწავლობს.