News დაიჯესტიPOSTS დაიჯესტი

ალი ბაბაევი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მიმართავს

ძვირფასო თბილისელო აზერბაიჯანელებო, მოგმართავთ როგორც საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე.   აქვე დავძენ , რომ 25 წელია ვიბრძვი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებების დასაცავად და მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

 

2012 წლის 1 ოქტომბერმა ყველა ჩვენთაგანს საშუალება მოგვცა თავი ვიგრძნოთ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ვიგრძენით სულიერი თავისუფლება, გავთავისუფლდით ყველანაირი ძალადობისგან, ეტაპობრივად განხორციელდა რეფორმები ჯანდაცვაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, აღმოიფხვრა ძალადობა ციხეებში და ბიზნესში.

დღესაც ხორციელდება ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სასიკეთოდ, მაგრამ ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებსაც ესაჭიროება შესწავლა და განხორციელება.

ჩვენ ვფიქრობთ, ქალაქის ხელმძღვანელობამ წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ დავით ნარმანიას და მის გუნდს.

მოვიდა დრო ჩვენ, ამომრჩევლებმა კიდევ ერთხელ  დავიცვათ  2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი და  ავირჩიოთ  პერსპექტიული გეგმების განხორციელება.

მოგეხსენებათ, უნდა ავირჩიოთ, ქალაქის მერი და საკრებულოს დეპუტატები. თქვენზეა დამოკიდებული ქალაქ თბილისის მომავალი ბედი. ჩვენ ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ უკან, მხოლოდ წინ ქალაქის და ქვეყნის სასიკეთოდ. ამისი მთავარი გარანტია არის, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი კახი კალაძე და მისი ნდობით აღჭურვილი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები.

ჩვენ მათ პატრიოტიზში,  პროფესიონალიზმში და კომპეტენციაში ეჭვი არ გვეპარება. ამიტომ გთხოვთ, 21-ი ოქტომბერის არჩევნებში ყველამ მივიღოთ აქტიურად და ერთსულოვნად მონაწილეობა, ჩვენი ოჯახებითა და ნათესავებით საარჩევნო უბნებზე მივიდეთ, რათა ხმა მივცეთ კალაძესა და მის გუნდს, ნომერ 41-ს.

 

პატივისცემით

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ალი ბაბაევი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close