ALL დაიჯესტი

“არ მინდოდა შვილების გაჩენა… დღეს კი აღარც პრემიერები მაინტერესებს, აღარც წითელი ხალიჩები”

მონიკა ბელუჩი მსოფლიოს ულამაზესი მსახიობი და იდუმალი ქალია. შვილები გვიან გააჩინა და მას შემდეგ არც ერთ ინტერვიუს არ ჩაუვლია ბავშვებზე საუბრის გარეშე. მოსიყვარულე დედაა, განქორწინებას კი ფილოსოფიურად უდგება. მისი გაგებით, ქმართან განშორება ცხოვრების მორიგი გაკვეთილი იყო, რომელმაც რაღაც-რაღაცები ასწავლა.
წარმოგიდგენთ მონიკა ბელუჩის ყველაზე შთამბეჭდავ ფრაზებს ოჯახზე, ბავშვებზე, სიყვარულსა და ბედნიერებაზე.
ვფიქრობთ, ამ საოცრად მომხიბვლელი და წარმატებული ქალის მოსაზრებები თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

mshoblebi

1. მე კარგი დედა ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი

-0:02

ქალი და დიასახლისი ვარ. მეტისმეტად მიყვარს რისკი.
2. არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია დედობაზე. პირიქით, სულ არ მინდოდა შვილების გაჩენა, არ ვიყავი მზად დედობისთვის. ამის გამო იყო, რომ პირველი ქალიშვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე – 46 წლის ასაკში. ახლა ვხვდები, რა საყვარელია შვილი. დღეს უკვე აღარ მაინტერესებს პრემიერები, წითელი ხალიჩები. მხოლოდ ჩემს შვილებთან ყოფნა მინდა.

mshoblebi

3. ძალიან გამიმართლა. ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ქალია, ვინც მზადაა მთელი უდაბნო მუხლის ჩოქით იაროს, ოღონდ კი შვილს ეღირსოს. ხომ შეიძლებოდა ეს პრობლემა მეც მქონოდა
4. ბედნიერება შორს არ უნდა ეძებო, შენში უნდა იპოვო.

mshoblebi

5. სიბერეში მირჩევნია შვილებს ვუყურო, ვიდრე საკუთარ ფილმებს. არც ერთი ფილმის გამო არ მოვაკლებ მათ ყურადღებას.
6. ძალიან მსიამოვნებს მარტოობა. არადა ძალიან ბევრი ლამაზი და წარმატებული ადამიანი ვიცი, ვისი ცხოვრებაც ნამდვილი ჯოჯოხეთია. საკუთარ თავთან მარტო ყოფნაც ტანჯავთ.
7. სიყვარული არ ქრება, უბრალოდ სხვა ფორმით განაგრძობს არსებობს. არ უნდა დაივიწყოთ, რომ ის ადამიანი ოდესღაც თავად აირჩიეთ და მის გვერდით ბედნიერი იყავით. პატივი ეცით იმ დროს. სიყვარული განქორწინებაზე მაღლა დგას.

mshoblebi

8. ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ, რადგან უსაყვარლესი შვილები მყავს, არაჩვეულებრივი ქორწინება მქონდა და იმ სიყვარულს არ გაუვლია. უბრალოდ ტრანსფორმაცია განიცადა და სხვა გრძნობაში გადაიზარდა.
9. შვილების დაბადებამ კარდინალურად შემცვალა. მას მერე, რაც მშობელი ხდები, ყველაფერს სხვაგვარად უყურებ, საიდანღაც ჩნდება სიმშვიდე და სიბრძნე. ბევრ რამეს, რის გამოც ადრე ვღელავდი ხოლმე, ახლა აზრი დაეკარგა.
10. რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში 30 წლის შემდეგ? გავყევი ვენსან კასელს, პირველი შვილი 40 წლისამ გავაჩინე, მეორე – 45 წლისამ. ოთხი წლის წინ ჯერ კიდევ ძუძუს ვაწოვებდი, ახლა კი კინობიზნესში დავბრუნდი. ასე რომ, 50 წლის ასაკშიც შეიძლება ცხოვრების ხელახლა დაწყება.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close