ALL დაიჯესტი

ჩიყვის 12 ნიშანი. რა შემთხვევაში არის საჭირო ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია

ჰიპოთირეოზი* — ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტით გამოწვეული ორგანიზმის საერთო მდგომარეობა არის. მისი დიაგნოსტირება რთულია, რადგან დაავადება ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს. ხშირად, როდესაც ძილი გვერევა, მოთენთილობას, დაღლილობას, სახსრების ტკივილს ვგრძნობთ და ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.

* შენიშვნა: ფარისებრი ჯირკვლის ყველა სახის დაავადება, ფართო მასებში, «ჩიყვის» ( ფარისებრი ჯირჯვლის გადიდება) სახელით არის ცნობილი. მაგრამ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სხვადასხვა სახე და სტადია არსებობს. ჰიპოთირეოზი საწყის და I – II სტადიაზე ვიზუალურად არა ჩანს და მისი აღმოჩენა, მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიმპტომებით შეიძლება.

image

ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე მოქმედებს, ამიტომ პრობლემის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება ენდოკრინოლოგთან ძალიან მნიშვნელოვანია.
ჰიპოთირეოზის დროს, შემდეგი სახის სიმპტომები ვლინდება:
1. უგუნებობა და დეპრესია
image
ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების არასაკმარისი გამომუშავება, ხშირად ხდება დათრთგუნულ განწყობის, აპათიის და დეპრესიის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ამ ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები, პირდაპირ კავშირში არის, თავის ტვინში სეროტონინის გამომუშავებასთან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არც დიდი რაოდენობით ჰორმონის გამომუშავება არის კარგი და ამ შემთხვევაში, ადამიანი აგრესიუი ხდება, შფოთავს და ყველაფერი აღიზიანებს.

2. ყაბზობა
image
ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ყაბზობა არის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევას და ყაბზობას იწვევს. ავადმყოფები ასევე უჩივიან ბოყინს და სიმძიმეს კუჭში.

3. მძინარობა
image
მას, ვისაც ჰიპოთირეოზი აქვს, შეუძლია დღე-ღამეში 12 საათი იძინოს და გაღვიძებისას დაღლილობას გრძნობდეს. დილაობით, მუდმივი მოთენთილობა და ძილის გაგრძელების სურვილი — ძალიან საგანგაშო სიგნალი არის.

4. თმის ცვენა და კანის სიმშრალე
image
ნივთიერებათა ცვლის შენელების გამო, რომელიც ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული, თმა და კანი საკმარის საკვებს არ იღებს. რაც ამ მხრივ, მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ჩამქრალი თვალები, ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერის კანი — ასეთია, ჰიპოთირეოზით დაავადებული ადამიანის პორტრეტი.

5. წონის მატება
image
წონაში მოულოდნელი, საფუძველს მოკლებული მატება — ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. ამავე დროს, წონის შემცირების მიზნით, გამოჩენილი ყველა ძალისხმევა უშედეგოდ სრულდება.

6. ლიბიდოს დაქვეითება
image
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს იმ ჰორმონის გამომუშავებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ლიბიდოზე (ლათ. «ლიბიდო» – სურვილი, ვნება, სწრაფვა, მიზიდულობა, ლტოლვა).

7. კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები
image
ფარისებრი ჯირკვლის მიერ მცირე რაოდენობით ჰორმონების გამოყოფამ, შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად, მცირდება სიგნალების გაგზავნა თავის ტვინიდან სხეულის სხვა ორგანოებისკე, რაც საბოლოო ჯამში, კუნთების სპაზმების, კრუნჩხვების და კიდურების დაბუჟებას იწვევს.

8. გულის რითმის დარღვევა
image
გულის რითმის დარღვევა, მისი აჩქარება ან შენელება, ასევე ტკივილი გულის არეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.

9. დაბნეულობა, გულმავიწყობა
image
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მეხსიერებაზე და შრომისუნარიანობაზეც ახდენს გავლენას: ადამიანი რთულად აღიქვამს ახალ ინფორმაციას, ვერ ახდენს კონცენტრაციას საქმეზე, ექმნება პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით.

მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, აზრების სიცხადე უბრუნდება.

10. დაბალი არტერიული წნევა
image
არტერიული წნევის დაწევა, უხალისობის, ძილიანობის და დაბნეულობის ფონზე — ექიმთან წასვლის მნიშვნელოვანი მიზეზია.

11. შეშუპება
image

image

ენის შესქელება, გვერდებზე კბილების კვალი, სახის და კიდურების შეშუპება — ჰიპოთირეოზის მკაფიო გამოხატულება არის.

12. დისკომფორტი კისრის არეში
image
ამ დაავადების დროს, ტკივილი, შეიძლება, ყელში ბურთისებური სხეულის არსებობის შეგრძნებამ გამოიწვიოს, ტკივილი იგრძნობა კისრის არეშიც, ამასთან, ხმა შეიძლება უჩვეულოდ ჩახლეჩილი გახდეს.

image

ფარისებრი ჯირკვლის გაზრდა ჰიპოთირეოზის III – IV სტადიაზე ხდება და სწორედ ამ დროს მიმართავენ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლით, დაავადებული ადამიანები ექიმს და ამ სტადიაზე, შეიძლება, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. მაგრამ, თუ ორგანიზმს მოვუსმენთ და მის სიგნალებს სწორედ შევაფასებთ, ჯანმრთელობას დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნებთ!

8

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close