News დაიჯესტი

აინშტაინის წერილი ადოლფ ჰიტლერის შესახებ აუქციონზე გაიტანეს

ლოს-ანჯელესის აუქციონის სახლმა Nate D Sanders-მა, ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის წერილი, რომელიც მან მიუნხენის შეთანხმების შემდეგ დაწერა, გასაყიდად გაიტანეს.

წერილის თანახმად, ფართობითობის თეორიის ავტორს, ჰიტლერის დაწყნარების იმედი არ აქვს, განსხვავებით ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერმინისტრის, ნევილ ჩემბერლენისგან.

ფიზიკოსის აზრით, ჰიტლერი რუსეთზე თავდასხმით არ შემოიფარგლებოდა და ეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპის დაკარგვით დასრულდებოდა. “მე ევროპის მომავლის იმედი არ მაქვს”, – წერს აინშტაინი.

გარდა ამისა, ახლო მეგობარს აინშტაინი თავისი საქმიანობის სირთულეებზე და მისი პირველი ცოლის პრობლემებზე წერს.

წერილი ,1938 წლის 10 ოქტომბერს ფიზიკოსმა მის შვეიცარიელ მეგობარს მიშელ ბესოს მისწერა. მისი სასტარტო ღირებულება 25 ათასი დოლარით შეფასდა.

მიუნხენის შეთანხმებას 1938 წელს, ხელი მოაწერა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ნევილ ჩემბერლენმა, საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ედუარდ დალადიმ, გერმანიის რეიხსკანცლერიმა ადოლფ ჰიტლერმა და იტალიის პრემიერმინისტრმა, ბენიტო მუსოლინიმ. შეთანხმება ეხებოდა ჩეხოსლოვაკიის მიერ გერმანიისთვის სუდეტის ოლქის გადაცემას.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close