POSTS დაიჯესტი
“მერე გამოვლენ ეს ცრუ ჰუმანისტი ფსევდოპოლიტიკოსები და დაიწყებენ – არა ჩემი ინიცირებული იყო ეს კანონი არა ჩემიო…”
- ნახვები450
- ლაიქები0
გუშინ ოდნავ მოგუდულად აგუგუნებდა შარდენის ყველაზე “კრუტოი-გოიმების” კლუბი თავიანთ თურქულ-რუსულ ინგლისურ პაპსას. თუმცა პირველის მერე ძველებურად მოუმატეს ხმას. არ დამირეკია. ძალიან დაღლილი ვიყავი და პატრულთან ერთად ღამის თენების თავი არ მქონდა – (დილით 7 საათზე ვიღვიძებ ყოველდღე ) სევდიანად გავირჭე ყურებში ისევ ჩემი ცვილის დამცავები და ძლივს დავიძინე… მხოლოდ იმის იმედად რომ ვინმე სხვა დარეკავდა, ვინც უფრო ახლოს ცხოვრობს შარდენის უბანთან , ასევე იტანჯება და ადვილად შეუზლია შეამოწმოს რომელი კლუბია … როგორც ჩანს სანამ არ დაურეკავენ პოლიცია ბრმა და ყრუა. ნეტა ქუჩაში კაცს რომ კლავდნენ მათ თვალწინ , მაშინაც არ ჩაერევიან, სანამ ვინმე არ დაურეკავს და ზუსტ კოორდინატებს არ მიაწვდის? …. ეტყობა ისევ მე მომიწევს ორ – სამ დღიანი შვებულების აღება ამის გასაკეთებლად…(სამწუხაროდ ჯერ არ მერგება შვებულება)
🙁
ჰო, მერე გამოვლენ – როგორც გუშინ, ეს ცრუ ჰუმანისტი ფსევდოპოლიტიკოსები და დაიწყებენ – არა ჩემი ინიცირებული იყო ეს კანონი არა ჩემიო… ვერ გაიყოფენ დიდების გვირგვინს ! .. განსაკუთრებით სენიორ გოცირიძის გამოსვლა მომეწონა , ძალიან გახარებული იყო,ეს რა კარგი კანონია, ნაციონალური მოზრაობის დიდი ხნის ნამუშევარის შედეგიაო… თითქოს ორი თუ სამი თვის წინ თვითონ არ ამტკიცებდა პარლამენტში გამოსვლისას ხმაურის რეგულაციები ბიზნესს დააზარალებსო და არ ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის გასვლას – მაშინ რაღაც სტატუსიც კი დავწერე ამის შესახებ. კიდევ მეორე, მერობის “ნაროდნიკი” კანდიდატი – უბრალო და დიდი გულის “ჩვენი ბიჭი” – 2014 წელს ჩემი ინიცირებული კანონი მიიღეს და სხვები იბრალებენო… კი, მართლა იყო მისი ინიცირებული, მაგრამ მას შემდეგ ერთი სიტყვა არ დაუძრავს ხმაურის შესახებ გუშინდლამდე… არც ერთხელ არ გახსენებია ეს პრობლემა, არც ერთხელ – წამლად.!. ისევე როგორც არც არავის ცნობადი ნჯო ბურჟუაზიიდან და სამოქალაქო აქტივისტების ელიტადან 🙂… მოკლედ დამსახურებული ჟულიკებისაა ეს ცხოვრება რა… მე კი ისევ არ მძინავს და ყველაფერი ისევ ჩემი გასაკეთებელია ამ ოჯახში
პაატა კოურდაძე