POSTS დაიჯესტი

GEM FEST-ზე გუბერნატორი, მამულიჩასთან ერთად აწარმოებს ნარკოტიკების რეაილიზებას

კახა მიქაია სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

“GEM FEST -ის ტერიტორიაზე ყველა სახის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა იკრძალება. ტყუილია ინფორმაცია, რომ თითქოს აქ რეალიზება ხდება. ჩვენ რა თქმა უნდა GEM FEST-ის გახსნის დღიდან შესაბამის ორგანოებთან ერთად ვცდილობთ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით GEM FEST-ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე, სტუმართა სრული შემოწმება. ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი ორგანოების მხრიდან აუცილებლად იქნება პასუხისგებაში მიცემული,”- აღნიშნა გიორგი სიგუამ.
ცნობისთვის, გუშინ GEM FEST-ის ტერიტორიიდან საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა. აღნიშნული ტერიტორიიდან საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე პირი გადაიყვანეს.

მართალია ბატონი სიგუა, GEM FESF-ის ტერირორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების რელიზება არ ხდება!
როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მხოლოდ GEM FESF-ის ღობის მიღმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მამულიჩასთან ერთად აწარმოებს ე.წ. კლუბური ნარკოტიკების რეაილიზებას(ბარიგობას).
რაც შეეხება შსს-ს, იგი 21-ე საუკუნის პაბლო ესკობარების წინაშე უძლურია.
ასე რომ, ,,სოლЬიდარობა” – სიგუას!
P.S. თუმცა, როგორც ისევ ბოროტი ენები ამბობენ, GEM FEST-ის ტერიტორიაზე, ბარიგა-მოქალაქე, მოძრაობა ,,თეთრი ხმაურის” აქტივისტის ბაქარ ყირშიას დაკავება-ჩამოშორებაში შსს-თან ესკობარების წყვილმა “აქტიურად” ითანამშრომლა!“

 

"GEM FEST -ის ტერიტორიაზე ყველა სახის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა იკრძალება. ტყუილია ინფორმაცია, რომ თითქოს აქ…

Gepostet von კახა მიქაია am Samstag, 5. August 2017

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close