პოლიტიკა

დოლიძე: გზავნილები, რომელიც მაიკ პენსმა გააჟღერა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხმიანება

„გზავნილები, რომელიც გააჟღერა ვიცე-პრეზიდენტმა, თავიდან ბოლომდე ეხმიანება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც პირველ პრიორიტეტად ისახავს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და შენარჩუნებას“,-ასე აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მხრიდან, სამი ქვეყანა, სადაც მას უნდა ემოგზაურა, შემთხვევით არ შერჩეულა:

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სელექცია და გზავნილები, რომელიც გააჟღერა ვიცე-პრეზიდენტმა, თავიდან ბოლომდე ეხმიანება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც პირველ პრიორიტეტად ისახავს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და შენარჩუნებას“,-  აღნიშნა  ვიქტორ დოლიძემ.

სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვიცე-პრეზიდენტის იმ გზავნილებზე, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებსა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება.

„არაერთხელ აღინიშნა ვიზიტის დროს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის რეფორმირების და ამავე დროს ეკონომიკის გაჯანსაღების თვალსაზრისით, რაც საკმაოდ რთული იყო რეგიონში არსებული ეკონომიკური, თუ ფისკალური სირთულეებიდან გამომდინარე. კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ეს ყველაფერი, რომ მომავალში კიდევ უფრო სწრაფი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღმშენებლობის თვალსაზრისით. ასევე, გზავნილები, რომელიც უკავშირდება ჩვენს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი წევრობისკენ, სადაც არაერთხელ აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და დღევანდელი ადმინისტრაცია მხარს უჭერენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ისევე, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close