POSTS დაიჯესტი
“რუსი რად გინდათ, თქვენს თავს თვითონ მოუღებთ ბოლოს!”,-გიორგი ლობჟანიძე
- ნახვები613
- ლაიქები0
ძალიან მაინტერესებს, ის ქართველები მაინც, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ ან იქ რაღაცა ხნით მიემგზავრებიან, უკან დაბრუნებისას, ვერ გრძნობენ, რამხელა განსხვავებაა თბილისის უჰაერობასა და იქაურ ჰაერს შორის? ისე მოხდა, რომ ბოლო დროს ევროპის რამდენიმე უმსხვილეს სამრეწველო ქალაქში მომიწია ყოფნამ და ყველგან იდეალური სისუფთავე და, რაც მთავარია, არაჩვეულებრივად მწვანე გარემო და ჯანსაღი ჰაერია! ადამიანი სუნთქავს! თქვენ კი აშენეთ ეს მრავალსართულიანი სიმახინჯეები, ჩეხეთ ტყე-პარკები, ანადგურეთ სკვერები, არ იფიქროთ არც ბავშვებზე და არც საკუთარ თავზე და რუსი რად გინდათ, თქვენს თავს თვითონ მოუღებთ ბოლოს! ამ ფონზე, რა სასაცილოა თბილისის მერის არჩევნები: ყველა კანდიდატი ერთმანეთზე უარესია და რა არჩევანზეა ლაპარაკი?! ჩვენ არჩევანი აღარ გაგვაჩნია! უფრო სწორად, ის უკვე კარგა ხნის წინ გავაკეთეთ და ვიღაც მაფიოზებმა მთელი ქვეყანა შეგვითრიეს სიკვდილის ველში!
აღმოსავლეთმცოდნე
ფეისბუქ-სტატუსი