News დაიჯესტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ესტუმრნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს.

სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების ახალი, 3 წლიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში იმყოფებიან სსფ-ის ექსპერტები, რომლებიც შემოსავლების სამსახურში მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმასთან დაკავშირებით, სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა დამუშავებისა და მართვის ინფორმაციული სისტემების გაუმჯობესება და მოგების გადასახადის ადმინისტრირების პროცესის ეფექტური განხორციელება. მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის თაობაზე, ცვლილება საგადასახადო კოდექსში 2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close