პოლიტიკა

კაპანაძე: სააკაშვილის ექსტრადირების მცდელობით, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი კიდევ უფრო გაუარესდება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას შეეცდება.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამით ქვეყნის რეპუტაცია კიდევ უფრო დაზიანდება.

„დიდი ალბათობით საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას და შეეცდება მოახდინოს ექსტრადირება საქართველოს მესამე პრეზიდენტის. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმიტომ, რომ ის დაზიანებული რეპუტაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დევნის შედეგად კიდევ უფრო იქნება დაზიანებული. საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ამ მცდელობის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close