News დაიჯესტი
თბილისში გაზის ტარიფი გაიზარდა
- ნახვები502
- ლაიქები0
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე „ყაზტრანსგაზ თბილისს“ 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაუდგინა.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში გაზის ტარიფი დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაძვირდა.
მოქმედი ტარიფი დედაქალაქში 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, 45.620 თეთრი იყო, ახალი ტარიფით კი, 1 კუბურ მეტრი 46.153 თეთრი ეღირება (დღგ-ს ჩათვლით).
გადაწყვეტილება ძალაში იქნება 20 ივლისიდან მომდევნო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.