POSTS დაიჯესტი

“ეროვნული მოძრაობის დროს ერთი უწმაწურ სიტყვას დასწერდნენ თათია დოლიძეზე ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, აკაკი ბაქრაძე, ზურაბ ჭავჭავაძე, მუხრან მაჭავარიანი, ნიკო ჭავაჭავაძე, გია ჭანტურია “?..

თათია დოლიძის მისამართით ამ ლანძღვა–გინება–მუქარაზე ერთი უნდა ვთქვა.
კი, მე “ქართულ ,მარშის” ორგანიზატორების მოთხოვნას მხარს ვუჭერ, მარშზეც ვიყავი და კიდევ წავალ. მაგრამ გული ერთ რამეზე მტკივა.
ეს ხალხი, “ქართული მარშის” სათავეებთან რომ არის, თავს ახალი ეროვნული მოძრაობის წევრებად აცხადებენ.ზოგი–ძველი ეროვნული მოძრაობიდანაც მოდის. ეროვნული მოძრაობა ჩემთან ასოცირდება მართლა დიდებულ ადამიანებთან და გული მტკივა. რაც მოხდა იმაზე.
ეროვნული მოძრაობის დროს “ფეისბუქი” არ იყო, მაგრამ წამოიდგინეთ, რომ ყოფილიყო და ვინმე თათია დოლიძისნაირს დასტაკებოდნემ მისი წარმომადგენლები, “ფეისბუქში” გაერჩიათ ეს საქმე და ა.შ.
ერთი უწმაწურ სიტყვას დასწერდნენ იმ თათია დოლიძეზე ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, აკაკი ბაქრაძე, ზურაბ ჭავჭავაძე, მუხრან მაჭავარიანი, ნიკო ჭავაჭავაძე, გია ჭანტურია?…
დავკნინდით, დავკნინდით  

ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close