ALL დაიჯესტი

2021 წელს დელფინებთან გასაუბრების საშუალება გვექნება

მეცნიერებმა კარგად იციან, რომ შენ დელფინებთან საუბარი ნამდვილად გინდა, ამიტომ გაძლევენ იმედს, რომ შენ 2021 წლისთვის უკვე შეძლებ ამ ოცნების ასრულებას.

 

მკვლევართა ჯგუფი ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რათა დელფინების მიერ გამოცემულ ბგერებში კანონზომიერების პოვნა შეძლონ.

სტოკქოლმში შვედური ლინგვისტური ტექნოლოგიების კომპანია Gavagai AB და KTH-ის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან აქტიურად მუშაობენ, რომ შექმნან დელფინების ენის ლექსიკონი.

სამწუხაროდ, ჩვენ საქმე არ გვაქვს რომელიმე უცხო ენასთან, რომ ავდგეთ, ვყლაპოთ წიგნების მტვერი თვეების მანძილზე და საბოლოოდ შევადგინოთ შედარებით სრულყოფილი ლექსიკონი, არამედ ეს არის მთლიანად კომპიუტერული ტექნიკის საქმე, რომლსაც ამ ყოველივეს გაკეთება მხოლოდ ხმებზე დაკვირვების მიხედვით შეეძლება.

უკვე მრავალგზის გამონაცადი ალგორითმები ბუნებრივ პირობებში ჩაიწერენ დელფინების ხმას და შეინახავენ მას თავიანთ მონაცემთა ბაზაში.

ჩვენთვის ბოლომდე გასაგები არაა თუ როგორ გადათარგმნიან მეცნიერები დელფინთა ხმებს, თუმცა Gavagai–ის თანადამფუძნებლი ჯუსი კარლგრენი წერს : „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სულ მალე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელი იქნება გავიგოთ თუ რა უნდათ სინამდვილეში დელფინებს“. „ვიცით რომ დელფინებს აქვსთ კომპლექსური საკომუნიკაციო სისტემა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით თუ რას ლაპარაკობენ ისინი“.

კარლგრენი ამბობს, რომ მაქსიმუმ 4 წელის ვადაში შეძლებენ საბოლოოდ დახვეწონ აღნიშნული პროგრამა და მოგვცენ ჩვენი სანუკვარი ოცნების, დელფინებთან ლაპარაკის რეალობაში მოყვანის საშუალება.

ეს ძუძუმწოვარ არსებები მაღალი ინტელექტის მქონენი არიან, ამიტომ ბიოლოგებს სჯერათ, რომ მათ აქვსთ თავიანთი ლექსიკონი, რომლითაც ადამიანების მსგავსად ლაპარაკობენ.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დელფინები იწვრთნებიან, მათ შეუძლიათ ადამიანების ბრძანებების გაგება და შესრულება, ამიტომ მათი ასეთი დონის ინტელექტიდან გამომდინარე, სრულებით შესაძლებელია, რომ მართლაც გააჩნდეთ საკომუნიკაციო ენა, ხოლო ჩვენ კი მათი გაგება და გააზრება სრულებით თავისუფლად შევძლოთ.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close