ALL დაიჯესტი
ნიკოლ კიდმანის ახალი ფოტოსესია წითელ საცურაო კოსტიუმში
- ნახვები600
- ლაიქები0
ნიკოლ კიდმანისთვის 2017 წელი არაჩვეულებრივად მიდის, გარდა იმისა, რომ წელს კანის კინოფესტივალზე მისი მონაწილეობით ორი ფილმის პრემიერა შედგა და ფესტივალის საიუბილეო, 70 წლის აღსანიშნავად საპატიო ჯილდოც გადასცეს, სერიალისთვის Big Little Lies ემის ნომინაციაც მიიღო.
გუშინ კი ჟურნალმა Love ახალი ნომრის ყდა გამოაქვეყნა. მსახიობი ახალ ფოტოსესაში წითელ საცურაო კოსტუმით პოზირებს.
კიდმანი წელს 50 წლის გახდა და როგორც თავად ამბობს, ჯერ ყველაფერი კიდევ წინ აქვს.
“ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბოლო წლები საუკეთესო იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყებოდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ორმოცდაათის მერეც ყველაფერი წინ არის”, ამბობს კიდმანი.
მსახიობი, რომლის კარიერაც თითქმის 30 წელს ითვლის, ჰოლივუდის ვარსკვლავურ ელიტაში 2001 წელს გადავიდა, როდესაც ბაზ ლურმანის ფილმში მულენ რუჟი მთავარი როლი შეასრულა და ოსკარის პირველი ნომინაცია მიიღო.
თუმცა ის არც მანამდე განიცდიდა პრესის ყურადღების ნაკლებობას. სტენლი კუბრიკის ფილმში, ფართოდ დახუჭული თვალები, შესრულებული როლის შემდეგ, ამერიკული და ევროპული პრესა ახალი ვარსკვლავის დაბადებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ.