პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს.

როგორც პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, თუ დიალოგის ფორმატი არ შეიქმნება, მოწოდებები უბრალო განცხადებებად დარჩება.

“ჩვენ ცალკეული განცხადებებისა და ურთიერთმოწოდებების ამარა რომ არ დავრჩეთ, ალბათ, უკვე საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. უახლოეს ხანებში, ალბათ ორშაბათს, იქნებ უკვე შეხვედრა გავმართოთ და დისკუსია დავიწყოთ და იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოვყალიბდეთ, რომელთა შესახებაც კონსენსუსზე მზაობაა, რადგან დღეს მნიშვნელოვანია და ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არ იქნება და დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ნუღარ დავაყოვნებთ, რაც უფრო მეტი განცხადება გაკეთდება, შესაძლოა, გაჩნდეს სხვადასხვა საკითხი და ამან საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვიოს. გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ და ჩამოვყალიბდეთ, რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუ დიალოგის ფორმატი არ შეიქმნება, განცხადებები განცხადებებად დარჩება“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close