პოლიტიკა

კელი: მთავრობასთან გვქონდა თხოვნა მუხთარლის ოჯახის უსაფრთხოებაზე და დაგვპირდნენ, რომ დამატებით ზომებს მიიღებენ

„მუხთარლის საქმეზე გამოძიება იმდენ დროს წაიღებს რამდენიც საჭირო იქნება მის დასასრულებლად“,-ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რა თქმა უნდა, გვაღელვებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარების ფაქტი, რის შემდეგაც იგი ბაქოში აღმოჩნდა.ჩვენ მოვუწოდეთ შესაბამის სტრუქტურებს ძალიან დეტალური ამოძიებისკენ და შემდგომ მისი შედეგებით საზოგადოების ინფორმირებისკენ. გამოძიება წაიღებს ზუსტად იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იქნება მის დასასრულებლად, თუმცა შედეგების შესახებ საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს.

ჩვენ ასევე გვქონდა მთავრობასთან თხოვნა, მუხთარლის მეუღლისა და ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მათ მოგვცეს დაპირება, რომ იქნება მიღებული დამატებითი ზომები. უშუალოდ რა განაცხადა მუხთარლის მეუღლემ არ ვიცი, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს“, -აღნიშნა კელიმ.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close