პოლიტიკა
კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა – „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალ პოზიციაზე წარმატებული ვიყო“
- ნახვები2367
- ლაიქები0
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ მან „ექსპო-ჯორჯიაში“ 2013-2017 წლების საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალ პოზიციაზე წარმატებული იყოს.
„თანამდებობას ვტოვებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალ პოზიციაზე წარმატებული ვიყო“, – განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად 1 ივლისს წარადგინა.