კატეგორიის გარეშე

გალის ქართულ მოსახლეობას ქართული პირადობების ჩაბარებას აიძულებენ – ექსკლუზიური წერილი “კურიერს” ოკუპირებული ტერიტორიიდან

„ცხვრებივით ველოდებით საბუთს. თუ პირადობას ჩავაბარებთ, ორი თვის მერე საქართველოში ვერ გადავალთ,“ – ეს წერილი „კურიერს” გალის მოსახლეობამ გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

გალის ქართულ მოსახლეობას ახალი ულტიმატუმი წაუყენეს, მათ ქართული პირადობის მოწმობები უნდა ჩააბარონ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მისცემენ ბინადრობის მოწმობას, რომელიც მათ გალის რაიონში დარჩენის და ცხოვრების უფლებას მისცემს. იგივე დოკუმენტია საჭირო, სამეგრელო-აფახაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელად.

საოკუპაციო რეჟიმი ამისთვის პირადობის ჩაბარებას, 2 თვიან ლოდინს და დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ, მხოლოდ დროებით ბინადრობის მოწმობას გაცემას სთავაზობს. ადგილობრივების უმრავლესობა დაბნეულია, არ იციან საბუთების ჩაბარების შემდეგ, როგორ მოახერხონ, სამეგრელოში გადასვლა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ ბინადრობის მოწმობების გაცემა ბოლო პერიოდში გააქტიურებული რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ პირველი ნაწილია.

გალის მოსახლეობისთვის წაყენებულ ახალ ულტიმატუმს ადასტურებენ ის ადგილობრივებიც, ვის საშვს ანუ ფორმა 9-ს ვადა ჯერ კიდევ არ გასვლია და გალიდან ზუგდიდში გადაადგილებას ახერხებს.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალი ულტიმატუმის წამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე. იქნება თუ არა ამ ფაქტებზე საუბარი გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე, ეს ხვალ გახდება ცნობილი.

გალის რაიონის მოსახლეობა ახლა საქართველოს ხელისუფლების მოქმედების და ინსტრუქციების მოლოდინშია. ისინი ამბობენ, რომ დამოუკიდებლად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ.

წყარო: “რუსთავი2”

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close