ALL დაიჯესტი

სენაკის მერი ხანძრისგან დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკელმა ბიზნესმენმა ლაშა ახალაიამ, ხოფერიას ქუჩაზე მცხოვრებ ხანძრისგან დაზარალებულ სამი შვილის დედას, ნათია მიქაძეს, საყოფაცხოვრებო ტექნიკა – მაცივარი გადასცეს, რომელიც, ოჯახს, ბიზმესმენმა ლაშა ახალაიამ შეუძინა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი ქველმოქმედება ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენისთვის. ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მერიის მიერ გაცემული სოციალური დახმარებების პარალელურად, მისი დაფინანსებით, 40 შეჭირვებულ ოჯახზე გაიცა სასურსათო პაკეტები. ასევე, ქველმოქმედის დაფინანსებით, 210 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, 14 თვის მანძილზე ღებულობდა ფულად დახმარებას.

ინფორმაციას  სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close