პოლიტიკა
მერკელი: ამერიკა დიდი ხანია საიმედო პარტნიორი აღარ არის

- ნახვები611
- ლაიქები0
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი G7(დიდი შვიდეულის) სამიტის დასრულების შემდეგ მკვეთრი განცხადებით გამოვიდა.
“ამერიკა დიდი ხანია საიმედო პარტნიორი აღარ არის”, – განაცხადა ანგელა მერკელმა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მერკელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპით და Brexit-ით იმედგაცრუებულია.
დრო, როდესაც შეგვეძლო სრულად დავყრდნობოდით ამერიკას და ბრიტანეთს დასრულდა. ეს ფაქტი ბოლო დღეების განმავლობაში გავიაზრე. ჩვენ… ევროპელებმა, დროა ხელში ავიღოთ საკუთარი ბედი, – განაცხადა ანგელა მერკელმა დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე გამოსვლისას.
გამოცემის ცნობით, ეს განცხადება აშშ-ის ადმინისტრაციასა და Brexit-ს უკავშირდება. მერკელის თქმით, ახლა პრიორიტეტი ბერლინს და საფრანგეთის ახალ პრეზიდენტ მაკრონს შორის ურთიერტობაა.
იმავდროულად, მერკელმა თქვა, რომ ევროკავშირმა დიდ ბრიტანეტთან ახლო ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. ამ სამიტიდიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ აშშ-მა დონალდ ტრამპის მეთაურობით არ შეუერთდა კლიმატის ცვლილებაზე პარიზის შეთანხმების გადახედვის კონსესუსს.
“დიდი შვიდიანის” სამიტი 26-27 მაისს ტაორმინაში (სიცილია, იტალია) გაიმართა. ორდღიანი მოლაპარაკებების დღის წესრიგში ტერორიზმის, რუსეთის, ვაჭრობისა და კლიმატის პრობლემების განხილვა იყო. G7-ის შეხვედრას პირველად ესწრებოდნენ დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ტერეზა მეი. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.