პოლიტიკა

თუკი მსოფლიო ვაშინგტონს მისცემს აგრესიის გამოვლენის უფლებას ეს პლანეტაზე სიცოცხლეს გაანადგურებს

ევროპის ბრიყვი, სრულიად გონებაჩლუნგი მთავრობები და მასმედია ან ვერ ამჩნევენ, როგორ თამაშობს მათი მომავლით ვაშინგტონი, ან ამის მიმართ გულგრილნი არიან. ამ გულგრილობით მათ დაწყევლეს საკუთარი თავი და კაცობრიობა, _ წერს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პუბლიცისტი პოლ კრიგ რობერტსი INFOWARS.COM-ზე გამოქვეყნებულ წერილში «მსოფლიო დაწყევლილია დასავლეთის უდარდელობით და საეჭვოა, დიდხანს იცხოვროთ».

ევროპის ქვეყნების მთავრობები და დასავლური მედია, დართეს რა ვაშინგტონს ნება, აწარმოოს რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდა, პლანეტას საფრთხეს უქმნიან. ვაშინგტონმა სიცრუის გამოყენებით წარმატებას მიაღწია რუსეთის დემონიზაციაში _ ახალი ჰიტლერის ან სტალინის მმართველობით აგრესიული  ქვეყნის წარმოჩენაში.

რეალური დემონები _ კლინტონი, ბუში და ობამა _ ესენი არიან«განსაკუთრებული» ადამიანები, რომლებიც დემონიზაციაზე მაღლა დგანან.მათი რეალური საშინელი დანაშაულები შეუმჩნეველი რჩება, ხოლო გამოგონილიდანაშაულები მიეწერება ადამიანებსა და ქვეყნებს, რომლებიც არ არიან«განსაკუთრებულნი».

მიზეზი, რატომაც ეწევა ვაშინგტონი ლიდერისა და ქვეყნის დემონიზაციას, არის ის, რომ ვაშინგტონს ძალის გამოყენების უფლება მიეცეს.

ყველაფერი ეს იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ვაშინგტონმა მიითვისა ისრაელის ტიტული _ «ღმერთის რჩეული», ტიტულის დაკარგვას კი ისრაელისთვის ხელი არ შეუშლია, თავისი ქმედებები ძველებური ძალისხმევით წარემართა.

ვაშინგტონი ახლა ომის ბორბლებზე დგას.

ევროპის ბრიყვი, სრულიად გონებაჩლუნგი მთავრობები და მასმედია ან ვერ ამჩნევენ, როგორ თამაშობს მათი მომავლით ვაშინგტონი, ან ამის მიმართ გულგრილნი არიან. ამ გულგრილობით მათ საკუთარი თავი და კაცობრიობა დაწყევლეს.

ერთადერთი მეთოდი ომის თავიდან აცილების მცდელობისა არის ის, რომ პუტინმა ეს საკითხი გაეროში განსახილველად გაიტანოს. საკითხის ისე დასმა, რომ მეფე სინამდვილეში შიშველია, ძალიან ძნელი არ უნდა იყოს.

ვაშინგტონისგან განსხვავებით, პუტინი მზად არის, წარმოადგინოს მტკიცებულებები, ვინ რას აკეთებს უკრიანაში; რომ ვაშინგტონის ორგანიზებით მოხდა გადატრიალება, რომლის შედეგად კანონიერი მთავრობა დაემხო; რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ძალადობას მათ მიმართ, ვინც ეს გადატრიალება არ მოიწონა.

პუტინმა მსოფლიოს უნდა დაანახვოს, რომ ვაშინგტონი განაგრძობსპროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას რუსეთის წინააღმდეგ _ რუსეთისსაზღვრებთან სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების გზით; პროვოკაციულიგანცხადებებითა და ბრალდებებით აშშის გენერალიტეტისა და ოფიციალურიპირების მხრიდან; იზოლაციაში მოქცევის მცდელობით ეკონომიკური დაპოლიტიკური ზარალის გამოწვევის მიზნით.

პუტინმა მსოფლიოს უნდა დაანახვოს, რომ საზღვარი აქვს ობამას პროვოკაციებსაც, რომელთა მოსათმენადაც რუსეთი მზად არის, და რომ რუსეთი მიიჩნევს: ის იმყოფება აშშ-ის პრევენციული ატომური შეტევის საფრთხის ქვეშ.

ჩინეთმაც უნდა გაიღვიძოს! _ ჩინეთო, შენ შემდეგი მიზანი ხარ!

პუტინმა მკაფიოდ უნდა განუცხადოს მსოფლიოს, რომ, თუკი მსოფლიო ვაშინგტონს კვლავაც მისცემს სიცრუისა და აგრესიის გამოვლენის უფლებას, ეს უბრალო ომს კი არ გამოიწვევს, არამედ პლანეტაზე სიცოცხლეს გაანადგურებს.

ვაშინგტონის ვასალებს ევროპაში, კანადაში, ავსტრალიასა და იაპონიაში კი უნდამივახვედროთ, რომ ისინი ან შეაჩერებენ ვაშინგტონის აგრესიას, ან მასთან ერთადგაინაწილებენ პასუხისმგებლობას მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების გამო.

 წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close