News დაიჯესტი

დავით საგანელიძემ ჩინეთში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად გამოფენაში მონაწილეობდა

საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, ორგანიზატორების ეგიდით გამართულ შეხვედრებში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ პირთან სენერ გოგუასთან ერთად მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის სესახებ გამოცემა Грузия Online ავრცელებს.

გამოცემა გამოფენაზე გადაღებულ ფოტომასალასაც აქვეყნებს, სადაც დავით საგანელიძე აფხაზეთის ე.წ, რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთან ერთად არის აღბეჭდილი.

მედია საშუალების ინფორმაციით, გოგუა ე.წ, რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელია თურქეთში. ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის მონაწილეა.

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია “Huahe International”-ის ეგიდით გაიმართა, რომლის საპატიო მრჩეველ-კონსულტანტი დავით საგანელიძეა.

გამოცემა წერს, რომ დავით საგანელიძე საქართველოში ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია. მისი ხელფასი დაახლოებით 33 ათას ლარს შეადგენს. 2016 წლის განმავლობაში ხელფასისა და დანამატების სახით მიღებულმა მისმა შემოსავალმა 404 250 ლარი შეადგინა.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close