პოლიტიკა

” კვირიკაშვილის ბრძანებით თურქეთს 6 ჰექტარი მიწა გადაეცა “,!- სანდრო ბრეგაძე

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დავის ობიექტი იყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა „Daily Sabah“-ი წერს. გამოცემის თანახმად, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფი/თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მათივე ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას 10-კაციანი შემადგენლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდა.

ამ ფაქტს პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე ეხმიანება და კვირას 12 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე მოუწოდებს ყველას :

” SOS!!! მამულს ყიდიან!!! ქართველებს კიდევ ერთხელ სულში ჩაგვაფურთხეს!!! კვირიკაშვილის ბრძანებით თურქეთს 6 ჰექტარი მიწა გადაეცა!!! იგეგმება კიდევ ბევრად

უფრო დიდი ტერიტორიის გადაცემა!!! ეს არის გაუგონარი თავხედობა!!! ამიტომ არ უნდათ დიდგორობის აღნიშვნა,ამიტომ ეზიზღებათ დიდი დავით აღმაშენებელი!!! ასეთი

მოღალატეობრივი ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს!!! ხმა ამოიღეთ!!! კვირას 12 საათზე პარლამენტთან “, !!!-წერს ბრეგაძე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close