News დაიჯესტი

სალომე ზურაბიშვილი 67 წლის გახდა

დღეს, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის დაბადების დღეა. მედია პორტალი ” ჯეო დაიჯესტი ” ულოცავს საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღეს და წარმატებულ პოლიტიკურ მოღვაწეობას პრეზიდენტის რანგში .

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის, ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, შვილთაშვილი.

საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი 2016-2018 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლისმარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-2004 წლებში.

საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close