პოლიტიკა

ზურაბ ალავიძე: დარწმუნებული ვარ, კახი კალაძე გაიმარჯვებს და ამით თბილისი გაიმარჯვებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს, ეჭვი არ ეპარება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია კახი კალაძის და მისი გუნდის წვლილი  ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში. მე კახის მხარს ვუჭერ. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს და ამით თბილისი გაიმარჯვებს. კონკურენტები ალბათ არიან, მაგრამ  მჯერა, რომ კახი გაიმარჯვებს პირველივე ტურში“,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახი კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძე მინისტრის რანგში სხდომას ბოლოჯერ ესწრება. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მას არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. კახი კალაძე „ქართული ოცნების“ გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close