ALL დაიჯესტი

” ზღვას შენობით ლაპარაკი არ უყვარს, ყველა მეორე ოჯახში რომ მეზღვაური გვყავდეს ჩვენზე მდიდრი ქვეყანა არ იქნებოდა ”, კაპიტანი, ანზორ დიასამიძე

უმაღლესი სასწავლებლის ეზო, სადაც შესვლისთანავე მახსენდება ქართული ფილმი ” ფესვები ” .

 

მართალია „ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრი”-ს სტუდენტები არ არიან ემიგრანტები  და არც მაწონს ყიდიან, თუმცა, იმ სასწავლებლის სტუნდეტები არიან, სადაც სწავლის დასრულები შემდეგ გაივლიან საზღვაო პრაქტიკას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში დასაქმდებიან.

 

 

ზოგიც მეზღვაურად იმუშავებს, ზოგიც კაპიტანი გახდება და საბოლოოდ ეს როგორც სასწავლებელის რექტორი და დირექტორი,შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ანზორ დიასამიძე, მიხსნის, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანწილად აისახება და უფრო მეტიც, როგორც ის ამბობს, ყოველ მეორე ოჯახში რომ მეზღვაური გვყავდეს ჩვენ ერთ-ერთი  მდიდარი ქვეყანა ვიქნებოდით.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრებთან ცოტათი მიჭირს მუშაობა, ციფრები რომელზეც სასწავლებლის რექტორი, ანზორ დიასამიძე, მესუაბრება ის ციფრებია რომლებიც  არასოდეს დამავიწყდება.

 

”ჩვენ გვაქვს სურვილი ჩვენი ხალხი დავაყენოთ ფეხზე და ჩვენს ქვეყანას  დავემხაროთ, გარდა პრესტიჟულობისა , მეზღვაურებს ფული შემოაქვს სახელმწიფოში.  ელემენტარუალდ 15 ათასი მეზღვაური რომ ავიღოთ  საშუალოდ  მათი ხელფასი თვეში შეადგენს 3000 დოლარს  რაც ჯამში  თვეში  45 მილიონია და ეს რომ გავამრავლოთ 12- ზე გამოვა 5 -მილიარდ 400 მილიონი, სად იშოვება ?”,-  კითხულობს  ანზორ დიასამიძე.

 

 

იგი იქვე იმასაც დასძენს, რომ თუ  საშუალო ციფრებზე  გადავალთ და 5 მილიარდის ნაცვლად ვიტყვით  2 მილიარდს, ქვეყანაში მათი ხელფასის სახით შემოსულ თანხას, არც ეს იქნება მცირე ეკონომიკისთვის.

 

”  ბავშვმა თვითონ ისწავლა და შემოაქვს სახელმწიფოში ეს ცოტაა ? . მე რომ ვიყო მაქსიმუმს გავაკეთებდი, სახელმწიფოს   ვეუბნები ამას, ქვეყანას, მე მომეცით  ბავშვი და  მე ვასწავლი და მე გავუშვებ საზღვარგარეთ, თქვენი არაფერი არ მჭირდება ,” განმარტავს დიასამიძე.

 

„ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრი”-ს მიერ გაცემული დიპლომები და სერტიფიკატები მსოფლიოში აღიარებულია.

 

როგორ გაჩნდა თავდაპირველად  იდეა   სასწავლებელ ”ანრი”-ს დაარსებისა და მისი ისტორიის შესახებ კითხვებზე მისი  დირექტორი, შორეული ნაოსნობის, კაპიტანი, ანზორ დიასამიძე, სიამოვნებით გვაპასუხობს და ჩვენც ამას გარდა ყველა კითხვა  ვუსვამთ რაც კი  შეიძლება რიგით ადამიანს ამ პროფესიისადმი გაუჩნდეს.

 

”შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვარ . 1971- წლიდან მეზღვაური ვარ, 1967- წელს ბათუმის საზღვაო სასწავლებელი  დავამთავრე  და მას შემდეგ ვემსახურები ამ საქმეს. 1997- წელს პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ  მუშაობა გავაგრძელე ბათუმის სახელმწიფო – საზღვაო აკადემიაში, უფროსის პირველ მოადგილედ, სასწავლო დარგში ”,გვითხრა დიასამიძემ.

GEDSC DIGITAL CAMERA

ეს ის  წლებია, როდესაც მსოფლიოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ ცვლილებები შეიტანა მის კონვენციაში: ”მეზღავურების მომზადების -დიპლომირების და ვახტაზე დგომის შესახებ”.

ამ კონვენციის თანახამად, მოთხოვნები გაჩნდა,  რომ ყველა საზღვაო ქვეყანას შეექმნა საზღვაო -საწვრთნელი სასწავლებელი ცენტრები.

ამ მიზნით, საქართველოში  ჩამოვიდნენ  ზემოთ ხსნებეული ცენტრის წარმომადგენლები რომელთაც მისცეს  ინსტრუქციები -რეკომენდაციები თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ კუთხით.  რათა  ქვეყანას შეძლებოდა 2000 -წლისთვის  მოხვედრილიყო ორგანიზაციის თეთრ სიაში.

რას ნიშნავს თეთრი სია ?, თუ ქვეყანა მოხვდებოდა ამ  სიაში, მაშინ ამ სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი  მთლიანად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო საზღვაო  ორგანიიზაციის კონვენციას და მისი დიპლომი და სერთიფიკატი აღიარებული იქნებოდა მთელს მსოფლიოში.

ორგანიზაციამ  მეორე  რეკომენდაცია 1998 -წელს გაიმეორა და ამის მიხედვით გაჩნდა  ვალდებულება შექმნილიყო  საზღვაო- სასწავლო სერტიფიცირების ცენტრი მოქმედი მეზღვაურებისთვის. საწვრთნელი ცენტრი  ეს იყო  კვლავ დავალება და რეკომენდაცია  ქვეყნისთვის.

 

” და მე  დამავალეს  ამ ცენტრის შექმნა . 2000- წლისათვის მე უკვე დავაფუძნე საზღვაო- საწვრთნელი ცენტრი. რომელშიც მონაწილეობას  ღებულობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები; მათ შორის ყოფილი საქართველოს საზღვაო სანაოსნო ორგანიზაცია  და მე დამნიშნეს გენერალურ დირექტორად. ჩვენ ვაწარმოებდით სერტიფიცირებას მოქმედი მეზღვაურების და სტუდნეტების.2000 -წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ ჩათვალა რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და  მოხვდა თეთრ სიაში და ჩვენი გაცემული დიპლომები და სერტიფიკატები უკვე საერთაშორისოა  და ფაქტიურად ყველა ქვეყანაში შეუძლიათ იმუშაონ საზღვაო კომპანიებში,” აღნიშნავს კაპიტანი დიასმიძე.

 

სანამ კაპიტანი გახდებოდა ჯერ  მატროსი იყო პირველი, მორე და შორეული ნაოსნობის კაპიტანის წოდება კი  1987-წელს  მიიღო.

 

მისი თქმით, ზღვაში ყველაზე ადვილი სამუშაო მგზავრს და ტვირთვს აქვს, რომელიც არაფერზე არ აგებს პასუხს. რასაკვირველია, საფეხურების მიხედვით იმატებს პაუსიხსმგებლობაც. როგორ კაპიტანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, წოდებასთან ერთად პასუხისმგებლობაც იმატებს, როგორც მგზავრის წინაშე ისე გემისა და ქვეყნის  წინაშეც.

 

 

”მეზღვაური ყველა ვერ გახდება,  პირველ რიგში:  მას  უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა, ისევე როგორც  თავისი პროფესია, უნდა იყოს ალალმართალი და  სპეტაკი. უნდა იცოდეს ზღვის წესები. ზღვას   თავისი კაპრიზები აქვს. ყველა ადამიანი ვერ უძლებს, ამიტომ ხდება სწავლის პერიოდში მათი მომზადება.

სხვათაშორის ძალიან ბევრი ვერ ძლებს და სწავლის პერიოდშივე ანებებს თავს. ბავშვმა უნდა მიიღოს საზღვაო -სანაოსნო  პრაქტიკა და  თვითონ უნდა მიხვდეს. სხვანაიარად ვერ გამოვა ვერაფერი. უნდა იყოს ბეჯითი მოსწავლე და პლიუს ზღვას უნდა შეეჩვიოს.  აქ კიდევ ერთი სპეციფიკაა, მას ეკიპაჟთან მუშაობა უნდა შეეძლოს. უნარი-გაძლება თვეობით ზღვაში ყოფნის..დიდი ხნის განმავლობაში ოჯახთან დაშორება ცუდად მოქმედებს ზოგზე და ამას ყველა ვერ უძლებს. შტორმები -უამინდობა ხშირად ხდება. ქვეყნების მიხედვით  დროის ცვალებადობა  ასევე  სერიოზული გამოწვევაა. რაც იწვევს უძილობას, ნერვიულობას. შორიდან რო უყურებ ზღვა ძალიან ლამაზია, მაგრამ ასე არ არის. მეზღვაური უნდ აიყოს მაგარი რომ ყველა გამოწვევას  გაუძლოს .  რუტინული სამუშაო ერთიდაიგივე თვეების განმავლობაში, ამას გაძლება სჭირდება .  ვისაც შეუძლია ის ხდება ნამდვილი მეზღვაური. ეს არ არის ია-ვრადებით გავლილი გზა. ყველაფერი რაც გავაკეთეთ   ჩვენი ძალისმხევით და ბანკებიდან აღებული სესხებით”,აცხადებს დიასამიძე.

 

როგორც კაპიტანმა , დიასამიძემ გვითხრა, ის კაპიტალისტობას ვერ დაიბარალებს,  მაგრამ მისი  საქმე ძალიან უყვარს  და სურს რომ  პროფესიონალები გაზარდოს და მისი გამოცდილება გაუზიაროს და გადასცეს ახალ თაობას.

სასწავლებელში  14 შორეული ნაოსნობის კაპიტანი  მუშაობს, 9  შორეული ნაოსნობის,უფროსი მექანიკოსი. ასევე 100 – მეტი ყოფილი მეზღვაური.  9 წლის განმავლობაში სასწავლებელი  2000 -ზე  მეტმა სტუდენტმა დაამთავრა.აქედან ნახევრზე მეტი საზღვაო  საქმეს ემსახურება.

 

 

”ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ მათ გამოკითხვას  ვეხმიანებით და ვგებულობთ სად არიან და  რა  შვებიან.  კურსდამთავრებულთა 85%- ზე მეტი  სხვადასხვა  ქვეყნების ფლოტებში მსახურობენ :თურქეთში, წყნარი ოკეანის, ევროპის ქვეყნებში და სხვა . ჩვენ გვაქვს პირდაპირი ხელშეკრულება პრიბალტიკის ქვეყნებათან.  სწვალის გარდა ჩართული არიან პრაქტიკულ საქმიანობაში . აქედან ერთი კომპანია თვითონ ასაქმებს თავის გემებზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ  მათ სწავლა -დასაქმებსაც . რაც  აკმაყოფილებს მთლიანად კონვენციას”.

ხოლო  კითხვაზე თავად კაპიტანმა რატომ აირჩია ეს პროფესია, გვიმხელს რომ ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის რომ საბჭოთა საქართველოში მოგზაურობა მოგეხსნებათ არც თუ ისე იოლი იყო.

მათ შორის იგი ძალიან გულწრფელად გვიხსნის რომ მაღალი ანაზღაურებაც მიმზიდველი გახლდათ. ხოლო სიყვარულზე საერთოდ არ საუბრობს იმ მიზეზით რომ ზღვა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია.

 

მისი თქმით, მეზღვაურობა ეს ის პროფესიაა სადაც განათლებაში გაცილებით ნაკლები თანხა იდება ვიდრე მოგებას ნახულობენ მოგვიანებით. გამომდინარე იმ ფაქტორიდან რომ მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესიაა მთელს  მსოფლიოში.

 

ამბობს, რომ სასწავლებლის ფასები იზიდავს ასევე უცხოელებსაც. თუმცა აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ ბევრი არყავთ. ვინაიდან სავიზო პროცედურა მათთვის გართულებულია.

 

კაპიტანს სამი შვილი და სამი შვილიშვილი  ყავს, აქედან უმცროსი შვილიშვილი 4 წლის დიასამიძე  ამბობს, რომ იგი როცა გაიზრდება აუცილებლად კაპიტანი გამოვა.

 

კაპიტანი კი ბოლოს გვეუბნება, რომ ზღვასთან  თამაში არ შეიძლება  და ზღვას  თქვენობით უნდა ელაპარკო და არა შენობით . იმედოვნებს რომ ქვეყანა აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულ ზღვას და იქვე დასძენს, რომ  იგი აუცილებლად გახსნის სასწავლებლის ფილიალს აფხაზეთშიც.

და ბოლოს კაპიტანი მზადა, ქართველ სტუდენტებთან ერთად  თავისი გამცდილება გაუზიაროს და გაზარდოს აფხაზი სტუდენტებიც.

“შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი” მოიცავს:

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტს,

საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს დაკარიერის ცენტრს.

შპს “ბუსსს ანრი” სერტიფიცირებულია საერთაშორისოხარისხის სისტემის ISO 9001:2008 შესაბამისად

და ფლობს სათანადოსერტიფიკატებს. გვაქვს IQNet-ის სერტიფიკატი.

 

 

შპს “სსც ანრი” IASST-სა და Global MET-ის ნამდვილი წევრია.შპს “სსც ანრი”მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კრუინგულკომპანიებთან: Columbia Shipmanagement, Baltic Group Int., Queensway Services, WELL Co., Troyshipping, Cata Shipping, Euromarine, CK Shipping, Trans Pacific Group, Sea Pal, Steep Shipping და სხვა.  აღნიშნული კრუინგული კომპანიისმეზღვაურები სერტიფიცირებას გადიან ცენტრში.

სასწავლების მიმსართები ქ.ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის პრ, # -11-14 ვებსაიტის მისმართი: http://www.mtc-anri.edu.ge/index.php/geo/main

რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close